fbpx
20:09 | 2020-10-15 ავტორი: Prime Time

საპატრულო პოლიცია COVID-19-ის რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს იწყებს

საპატრულო პოლიცია COVID-19-ის რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიცი გულში ამბობთ,  რა ზღაპრებს გვიყვება, ეს არ არის ჩემი ნოუ-ჰაუ - ამირან გამყრელიძე
2020-10-15ვიცი გულში ამბობთ, რა ზღაპრებს გვიყვება, ეს არ არის ჩემი ნოუ-ჰაუ - ამირან გამყრელიძე

 

მათივე ინფორმაციით, თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X