fbpx
14:31 | 2021-01-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„პატრიარქთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია აქვს საპატრიარქოს“ – ამირან გამყრელიძე

„პატრიარქთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია აქვს საპატრიარქოს“ – ამირან გამყრელიძე

საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან და ვინც დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფები არიან, ლაბორატორიულ ნიმუშებს აუღებენ – ამის შესახებ „ტვ პირველს” ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, პროტოკოლის მიხედვით ტესტი უნდა ჩაიტაროს ყველამ ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.

 

„ეპიდემიოლოგები მუშაობენ დილიდან საპატრიარქოში. იქ ხდება ეპიდკვლევა და, ასევე, ლაბორატორიული ნიმუშების აღება იმ ადამიანებისგან, ვინც იქ იყვნენ საპატრიარქოში დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტირებული.

 

პატრიარქთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია აქვს საპატრიარქოს, რომელზეც მე ღია ეთერში არ ვსაუბრობ. თუ საჭირო იქნა და პროტოკოლი მოითხოვს, რა თქმა უნდა, ჩატარდება”. – ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური
X