15:25 | 2021-10-14 ავტორი:

საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც სასულიერო პირების ნაწილმა გააკეთა – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც სასულიერო პირების ნაწილმა გააკეთა – ანდრია ჯაღმაიძე

მიტროპოლიტების მიერ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერა არ წარმოადგენს საპატრიარქოს პოზიციას. ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, სასულიერო პირები ციხეში ადამიანების მოსანახულებლად სულ დადიან.

 

“საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა… ციხეში მაღალი იერარქებიც იყვნენ, სხვებიც იყვნენ, ოჯახის წევრებიც იყვნენ, პატრიარქის მდივანიც იყო. ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში”, -განაცხდა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X