12:18 | 2020-05-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ დასავლური არჩევანის წინააღმდეგ – ნიკა მელია

საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ დასავლური არჩევანის წინააღმდეგ – ნიკა მელია

საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის წინააღმდეგ.

 

თავად საპატრიარქო კი საეჭვო დუმილს ამჯობინებს, – ამ შინაარსის პოსტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? - მეუფე ანტონი
2020-05-25ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? - მეუფე ანტონი

 

„მეუფე საბა მრევლს ღიად მოუწოდებს, უარი თქვან ჯერაც არგამოგონილ ვაქცინაზე, იმ მოტივით, რომ დასავლეთი თურმე ჩვენზე აპირებს ვაქცინის გამოცდას.

 

მეუფე გიორგი ამბიონიდან ეთნიკურ შუღლს აღვივებს მარნეულში.

 

მეუფე ანტონი კი უფრო შორს მიდის და ამერიკას, ევროპას ღიად ადანაშაულებს ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაში.

 

მეტიც, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ითხოვს ქვეყნის დასავლური არჩევანის გადახედვას და საამისოდ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას.

 

საპატრიარქოს ქონება და ფინანსები - ინფორმაცია, რომელიც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს
2020-05-07საპატრიარქოს ქონება და ფინანსები - ინფორმაცია, რომელიც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს

 

 

საზოგადოებამ, პოლიტიკურმა კლასმა, მედიამ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ პოზიციის საჯაროდ და მკაფიოდ დაფიქსირება საქართველოს საპატრიაქოსგან.

 

ასეთ დროს დუმილი თანხმობის ნიშანია და მეტიც, ნიშანი იმის,რომ გავლენიანი ინსტიტუცია ღიად ილაშქრებს სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის წინააღდეგ“,- წერს მელია.

 

შეგახსენებთ, გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X