fbpx
14:57 | 2020-08-29 ავტორი: Prime Time

საპატრიარქოს განმარტება – აუგებენ თუ არა წესს 11 წლის ბიჭს

საპატრიარქოს განმარტება – აუგებენ თუ არა წესს 11 წლის ბიჭს

აუგებენ თუ არა წესს 11 წლის გარდაცვლილ ბიჭს – დღეს ეს კითხვა აქტუალურია და მღვდელმსახურები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ.

 

თუ ბავშვმა თავი მოიკლა წესს ვერ ავუგებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს - მეუფე გიორგი შალამბერიძე გარდაცვლილ 11 წლის მოზარდზე
2020-08-29თუ ბავშვმა თავი მოიკლა წესს ვერ ავუგებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს - მეუფე გიორგი შალამბერიძე გარდაცვლილ 11 წლის მოზარდზე

მათ შორის, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე გიორგმ. მეუფეს განცხადებით, თუ ბავშვმა თავი მოიკლა წესს ვერ აუგებენ, რადგან ღმერთს გამონაკლისები არ აქვს. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა საპატრიარქოს პოზიციითაც. პრესსპიკერი მამა ანდრი ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილის ოჯახმა ჯერ საპატრიარქოს უნდა მიმართოს, გარემოებების შესწავლის შემდეგ კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

 

„ესე ერთიანი მიდგომა არ არის, ვიდრე არ გამოიკვლევენ გარემოებებს. წლოვანების მიხედვით არ არის დადგენილი, უნდა გარემოებების შესწავლა. არ არის აუცილებელი ექსპერტიზა, სხვა გარემოებები უნდა გამოირკვეს. უნდა მიმართონ საპატრიარქოს და იქ უნდა განიხილოს,“- განუცხადა ანდრია ჯაღმაიძემ „პრაიმტაიმს“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X