11:37 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა და საპატრიარქოს შენობას იცავდა. ბოლოს ის ცვლაში 12 აპრილს იმყოფებოდა.

 

ის კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ცხოვრობდა და სამსახურში იქიდან დადიოდა.

 

ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. მასთან შემხებლობაში მყოფი რამდნეიმე პირი უკვე კარანტინში გადაიყვანეს.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევაა დადასტურებული. 

 

ქვეყანაში კორონავირუსისგან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X