18:54 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

საპატრიარქომ თვითმარქვია „სასულიერო პირი“ ამხილა

საპატრიარქომ თვითმარქვია „სასულიერო პირი“ ამხილა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საპატრიარქომ კიდევ ერთი თვითმარქვია „სასულიერო პირი“ ამხილა.

 

მათივე ცნობით, ე.წ სასულიერო პირი თომა ბეთანელი სინამდვილეში გურამ ბეთეშვილია.

 

ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც ჭიათურაში ტრენაჟორებზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
2020-09-19ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც ჭიათურაში ტრენაჟორებზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

 

„თვითმარქვია სასულიერო პირი ე.წ. თომა სალოსი, იგივე თომა ბეთანელი.

 

საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს ე.წ. თომა სალოსის, იგივე თომა ბეთანელისა და მისი საქმიანობის შესახებ.

 

საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია გურამ ბეთეშვილი.

 

იგი არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად და მღვდლად, არც აღკვეცილა მონაზვნად.

 

ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების იმიტაცია წარმოადგენს მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამაბრკოლებელ ქმედებას, მკრეხელურ თვითნებობას და მძიმე საეკლესიო დანაშაულს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები