fbpx
21:26 | 2020-08-29 ავტორი: თამარ ბუჩუკური

საპატრიარქომ გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის წესის აგების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა

საპატრიარქომ გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის წესის აგების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა

საპატრიარქო თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბავშვზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, წესის აგება ნებადართული უნდა იყოს.

 

„თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი მისი ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

 

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

„ეკლესია ოჯახს ეუბნება: ღმერთმა სატანასთან გაუშვაო“ - 11 წლის გარდაცვლილის შესახებ ბასილ კობახიძე საუბრობს
2020-08-29„ეკლესია ოჯახს ეუბნება: ღმერთმა სატანასთან გაუშვაო“ - 11 წლის გარდაცვლილის შესახებ ბასილ კობახიძე საუბრობს

 

შეგახსენებთ, 29 აგვისტოს თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბებიამ საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რომ მის შვილიშვილს წესი აუგონ.

რამდენიმე წუთის წინ, 11 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედამ და ბებიამ საპატრიარქო დატოვეს. ისინი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდნენ და მიიღეს დაპირება, რომ გარდაცვლილს წესს აუგებენ.  

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილის მამას ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა. 26 აგვისტოს, მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X