fbpx
20:38 | 2020-06-03 ავტორი: რუსა ღვანიძე

„საპატრიარქოდან დამირეკეს, „კირიე ელეისონი“ პატრიარქთან უნდა შესასრულოო“ – ინტერვიუ გიგი პიანომენთან

„საპატრიარქოდან დამირეკეს, „კირიე ელეისონი“ პატრიარქთან უნდა შესასრულოო“ – ინტერვიუ გიგი პიანომენთან

„კაცი გული. კაცი მელოდია. კაცი ჰარმონია, კაცი სიყვარული და რაც მთავარია კაცი მუსიკა! ყველაზე მაგრად მიყვარხარ და გაფასებ პოპ ინდუსტრიაში!“ – ამ სიტყვებით ეხმიანებიან ფანები, გიგი პიანომენს პანდემიის დროს.

 

პიანისტმა და კომპოზიტორმა გიგი ვანდერმა (ჭიპაშვილი), რამდენიმე წლის წინ ახალი ფსევდონიმი აირჩია და გიგი პიანომენი დაირქვა. მსოფლიოში „კოვიდ19“-ით გამოწვეული პანდემიის დროს, ცნობილი მუსიკოსი, ქართული კინოფილმებიდან ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოების ახალ კომპოზიციებს ქმიდა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. გიგის ახალმა პროექტმა (ჩვენ კორონა ვერ მოგვერევა), საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი და უამრავი პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია. მის „ფეისბუქ“ გვერდზე, ბევრი თბილი კომენტარი და უამრავ გაზიარებაა. ამ თემასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ მუსიკოსს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

„სულ მინდოდა კონსერვატორიაში ჩამეტარებინა კონცერტი, სადაც ერთი განყოფილება, მხოლოდ, ჩემი პიესები იქნებოდა და მეორე – ცნობილი ძველი ქართველი კომპოზიტორების, რამდენიმე საფორტეპიანო ჩემი ვერსია. რატომღაც, ვერ მოვახეხე და ბოლოს გადავწყვიტე, ცოტა ცვლილებები შემეტენა და დავით თორაძის „ქალი კვლავ არხევს“, ჩემებურ ვერსიად გადავაკეთე. პანდემიამდე, ორი კვრით ადრე დავუკარი და სოციალურ ქსელში ავტვირთე. მაინტერესებდა, როგორ მიიღებდა პუბლიკა, ჩემს მიერ შეცვლილ საფორტეპიანიო ვერსიას. ისეთი მოწონება დაიმსახურა, ბოლო ხუთი წელია, არცერთ ჩემს კომპოზიციაზე არ ყოფილა. მივხვდი, რომ ქართული სტილით უნდა გამომეყენებინა. საქართველოში სიამოვნებთ სიმღერები, რომლებიც მართლა სასწაულია და უნიჭიერესმა ქართველმა კომპოზიტორებმა შექმნეს. ამიტომ, დაგავწყვიტე კიდევ გამეკეთებინა ქართული კომპოზიციები. ზუსტად ამ პერიდს დაემთხვა, ახალი კორონავირუსის პანდემია. პირველ კომპოზიციას, ბიძინა კვერნაძის „შემოდგომის ყვავილებს“ და რეზო ლაღიძის „თბილისოს“ პოპურს, ისეთი ნახვები ჰქონდა, რომ მივხვდი, კიდევ მეტი უნდა გამეკეთებენა. 20-მდე ჩანაწერი გავაკეთე და სოციალურ ქსელში ავტვირთე.

 

 

 

საზოგადოებაის უმეტესობა ქართულ სიმღერებს ითხოვს…

 

მივხვდი, რომ კონკურსებზე, რომლებიც დღეს უამრავი ტარდება, ქართული სიმღერები შეცვლილია. ჩემი აზრით, კომპოზიტორის აზრი არ დევს ამ სიმღერებში. ამიტომ გადავწყვიტე შემეცვალა, მაგრამ კომპოზიტორის ჰარმონიის გადასვლა და აკორდები არ შემიცვლია. ერთადერთი, მარჯვენა ხელით, მარტივი იმპროვიზაცია გავაკეთე, სადაც ის სტრუქტურა, რაც მათ დაწერეს, არ დამირღვევია. ვფიქრობ, რომ ეს უფრო მისაღებია, ვიდრე შენ შეცვალო, რადგან მუსიკა კარგად არ ისმინება. ადამიანმა, როგორც დაწერა ისე უნდა შეასრულო. მეც არ მომეწონება, ჩემი დაწერილი მუსიკა რომ შეცვალონ. რასაც დავაკვირდი, ჩემი და ჩემზე უმცროსი თაობა, ისე არ უსმენენ, როგორც 40 წელს გადაცილებული ადამიანები. ბევრი მწერს – წარსული გამახსენდა, ძველ დროში დამაბრუნეო. უამრავ ადამიანს მოეწონა ჩემი კომპოზიციები. სოციალურ ქსელში ისეთი ნახვები ქონდა ჩემს კომპოზიციებს, ჩემი ფეისბუქის გვერდი დაიბლოკა. რომ მივწერე, მითხრეს გადიტვირთა და სამ დღეში აღდგებაო. დამცინით მეთქი? მაგრამ სამ დღეში, მართლა აღდგა (იცინის).

 

ვერ დაგეთანხმები, რადგან უამრავი ახალგაზრდა უსმენს ძველი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს..

 

სხვათა შორის, ბევრმა ახალგაზრდამ მითხრა, შენს კომპოზიციებს, ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენო. ცუდად არ მინდა მოვიხსენიო თანამედროვე კომპოზიტორები, მაგრამ მე, ძველი თაობის მუსიკოსები უფრო მიყვარს და მომწონს, ის მელოდიები მიყვარს. თანამედროვე მუსიკის, გაკეთების სურვილიც კი არ მაქვს.

 

ძალიან დიდი პოზიტივი შეიმჩნევა თქვენ კომპოზიციებზე…

 

ყველა მაგას მეუბნება, როგორც ჩანს, ის სითბო და სწორი დამოკიდებულება დაიჭირეს, რაც მე კომპოზიტორებთან მაქვს. ჩემს მიერ შესრულებულ კომპოზიციებში, ჩემი შინაგანი განცდა, ზუსტად აისახა, რაც ძალიან მიხარია.

 

შენ მიერ შესრულებულ კოპოზიციებში, შენი ხასიათიც გამოიხატება…

 

კი, რა თქმა უნდა, ისეთ სიმღერებს ვარჩევ, რასაც მთელი ბავშვობა ვუსმენდი. არ არის, ბევრი კომპოზიცია. მაქსიმუმ 40-50 -მდე სიმღერაა, რომლებიც მე ძალიან მიყვარს. ძალიან ბევრი ქართული სიმღერაა, ყველანაირი და ყველა კომპოზიტორის, მაგრამ ვთვლი, რომ ერთი რანგის კომპოზიტორების სიმღერები შევკრა.

 

რას გეგმავთ სამომავლოდ?

 

დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სოლო კონცერტი, ღია ცის ქვეშ გავმართო. ზაფხულია, კონცერტები აღარ ტარდება, ჯაზ-ფესტივალიც გადაიდო, იქნებ მერიის სამსახური დამეხმაროს. ფულის კეთება, არ მაქვს გეგმაში, უბრალოდ ხალხი ითხოვს და მინდა, რომ ვასიამოვნო. მოვასმენინო ის კომპოზიციები, რაც ამ სამ თვეში, ასე ძალიან შეიყვარეს. არ არის რთული გასაკეთებელი. დიდი სცენა და ბევრი აპარატურა, არ იქნება საჭირო. პანდემიის გამო, თუ გამოვა და უფლებას მოგვცემენ, ვფიქრობ, კარგი იქნება. კონსერვატორიაშიც მაქვს დაგეგმილი კონცერტი, იმედია, როდესმე ისევ შემიშვებენ. აუცილებლად გავაკეთებ ისეთ კონცერტს, სადაც ერთი განყოფილება, მთლიანად ქართულ მუსიკას დაეთმობა. ვფიქრობ, როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც გავმართო ღია კონცერტები.

 

VIDEO: უწმინდესის გალობის უცნობი კადრები
2020-05-20VIDEO: უწმინდესის გალობის უცნობი კადრები

 

თქვენი ახალი კომპოზიცია…

 

ჩემი ახალი კომპოზიცია (კარანტინის პოზიტიური მხარე), სამთვიანი კარანტინის დროს დავწერე, რომლის პრეზენტაცია, „იმედის ეთერში“ გაიმართება.

 

აღდგომის დღესასწაულზე, პატრიარქის ნაწარმოები „კირიე ელეისონი“ შეასრულე…

 

ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები. ამ საგალობელზე, სხვადასხვა ვერსიებს ვფიქრობდი, მაგრამ იმიტომ, რომ საეკლესიო მუსიკა და ფაქიზი ნაწარმოებია, თუ უფლებას მომცემენ, ამ მუსიკისგან, ელექროგიტარით შესრულებულ სასწაულ სოლოს შევქმნიდი, რომელიც ცოტა როკის სტილში იქნებოდა. მაგრამ ვერიდები, სანამ უფლებას არ მომცემენ. ბევრი ვიფიქრე და ერთ-ერთ ვარიანტზე ჩამოვყალიბდი. არც დრამი გამოვიყენე, არც აკომპანიმენტი, სადად, როგორც დაწერა პატრიარქმა, ისე შევასრულე. სხვათა შორის, დამირეკეს საპატრიარქოდან და მითხრეს, რომ როგორც კი დასრულდება პანდემია, შენი შესრულებული სოლო – „კირიე ელეისონი“, პატრიარქთან უნდა შესასრულოო. ეს მართლაც, სასწაული საგალობელია!

 

მუსიკალური განათლება…

 

მუსიკალური ათწლედი დავამთავრე, ჩემი პედაგოგი, თენგიზ ამირეჯიბის მეუღლე, გომა გოგია იყო. ამის შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე და მისი დასრულების შემდეგ, სწავლა, ბოსტონში (აშშ) არსებულ კონსერვატორიაში გავაგრძელე, სადაც ჩემი პედაგოგი, პროფესორი ალექსანდრე კორსანტია იყო. 2 წლის შემდეგ, არანჟირების და კინომუსიკის სწავლა და იმპროვიზაციების შექმნა დავიწყე. ძირითადად, უფრო კინომუსიკა მაინტერესებს.

 

 

ფილმისთვის შექმნილი შენი კომპოზიცია…

 

ერთ-ერთმა უნიჭიერესმა რეჟისორმა, თამთა გაბრიჩიძემ აღმომაჩინა. მის მოკლემეტრაჟიან ფილმში „სოვდაგარი“, რომელმაც შარშან, თებერვალში აშშ- ის „სანდენსის“ კინოფესტივალზე გაიმარჯვა და პირველი პრემია დაიმსახურა, ჩემი მუსიკა გამოიყენა. საქართველოში კინოინდუსტრია არ არის და ძირითად, საფორტეპიანო პიესებში გადამყავს, კონცერტზე რომ დავუკრა. დოკუმენტურ ფილმებს, ძირითადად საფორტეპიანო ჟანრი უხდება, ვიდრე გაორკესტრებული და მასშტაბური. ჩემ მუსიკაზე, საქართველოში, შეკვეთა ჯერ არ მქონია.

 

რომელ ქვეყნებში გაქვს მიწვევები?

 

საკმაოდ ბევრი შემოთავაზებები მაქვს საზღვარგარეთიდან. როგორც კი ყველაფერი დალაგდება, სოლო კონცერტები გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთი, საბერძნეთში აშშ-ში მინდა დავგეგმო. სავარაუდოდ, საკონცერტო ტურებს, ოქტომბრის თვიდან დავგეგმავ.

 

შენს მიერ შესრულებული მუსიკის ნაწილი ხარ, მუსიკასთან ერთად ცხოვრობ, შენი გარეგნობა, მანერა, ძალიან ბუნებრივია…

 

ბავშვობიდან სერიოზულად ვუკრავ, ინსტრუმენტთან 8-9 საათს ვატარებდი. მთავარია, რასაც უკრავ, ის ნაწაროები გიყვარდეს, შენი იყოს და არ არჩევდე. კომპოზიტორ რ. ლაღიძის სწავლის დროს, როგორ შეიძლება ნოტები გამოიყენო და რამდენიმე საათი იმეცადინო, როგორც შოპენი და მოცარტი. მუსიკა, შენს სულში უნდა იჯდეს, შენი უნდა იყოს, თორემ ვერსიის გაკეთებასაც ვერ შეძლებ.

 

 გრძელი თითები გაქვს და სავარაუდოდ, დაკვრის დროს გეხმარება…

 

კი ნამდვილად (იცინის). რა თქმა უნდა, ხელის თითების სიგრძეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ესთეტიკას და თითების განლაგებას, დიდი მნიშვნელობა აქვს ბგერაზე. სხვათა შორის, 6 წლი ვიყავი, ჩემი პირველი პედაგოგი, ცაცა ფხაკაძე ამბობდა, ინსტრუმენტთან ხელის აპარატს, ასე კარგად, ვერავინ აყენებს ათწლედშიო. სულ მიკვიდა, ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ხელის დაყენება. ვფიქრობდი, კლავიშებს ყველა ხელს ადებს მეთქი. მართლაც, ბევრი ამჩნევს ჩემს თითებს (იცინის). ბევრი ძლიერი პიანისტია, მაგრამ თითებზე ჩამოსათვლელი, რომლებიც კლავიატურაზე, განსაკუთრებულად ადებენ ხელს. ბევრი ამბობს, მაგრამ თუ არაპროფესიონალი მუსიკოსებიც აქცევენ ამ ფაქტს ყურადღებას, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ამ ეტაპზე, მართლა ბევრი მსმენელი მყავს და მიხარია!

 

 

 

პანდემიის დროს, ექიმებს მხარდაჭერა გამოუცხადე…

 

ჩემს კომპოზიციას, ყველაზე რეკორდული მაჩვენებელი, ექიმების მიმართ მხარდაჭერის დროს ჰქონდა. ასეთი გამოხმაურება არც ერთს არ ჰქონდა. 5000 -მდე გაზიარება ერთ დღეში, არ მახსოვს არასდროს. ექიმების მხარდაჭერისთვის, შევასრულე კომპოზიცია კინოფილმიდან „ ნინო“, რეზო ლაღიძის „ყური უგდე საქართველოს“, სოლიკო კოროშინის შესრულებით. მხარდაჭერა გამოვუცხადე ასევე „ჯორჯიან მარგანეცს“ და კიდევ ბევრ კომპანიას. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა კომპოზიციას, ქართული ფილმიდან „არაჩვეულებრი კაცი“. მწერდნენ, რომ „youtube“-ზე ატვირთე, მაქანაში მოვუსმენთო.

 

როდის დაბრუნდი საქართველოში?

 

20 წლის ვიყავი, როცა სასწავლებლად, ამერიკაში წავედი. შვიდი წლის წინ ჩამოვედი, მაგრამ საქართველოში დარჩენას არ ვფიქრობდი. საელჩოდან რამდენჯერმე უარი მივიღე და ამის შემდეგ, აღარც მიცდია უკან დაბრუნება. ძირითადად, სოლო კონცერტებს ვაწყობ.

 

დეკემბერში კონსერვატორიაში სოლო კონცერტი მქონდა, თქვენ წარმოიდგინეთ, დარბაზი სავსე იყო. ბევრი ადამიანისგან მესმის, რომ დიდი ხანია კონცერტს არ დავსწრებივარო და ასეთი დასწრება, რომ არ მოგატყუოთ, ცოტა გამიკვირდა. ძალიან ცუდია, რომ აღარ დადის ხალხი ღონისძიებებზე და კონცერტებზე. მინდა, რომ ეს განწყობა შეიცვალოს.

 

რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში პანდემიამ?

 

ამ ორ თვეში, ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ყველა მეუბნება, დიდი ხანია, საქართველოში ასეთი დიდი ინტერესი, არავის მიმართ არ ჰქონიათო (იცინის). ვიტყვი, რომ ამ პანდემიის დროს, არც ერთ მუსიკოსს, მომღერალს და პიანისტს არაფერი ჩაუწერია. დიდი სურვილი მქონდა, ჩემი მეგობრები ხატია ბუნიათაშილი, ბექა გოჩიაშვილი და ბევრი სხვა მუსიკოსი, ამ პროექტში ჩართულიყვნენ, მაგრამ სურვილი, რატომღაც არც ერთს გამოუთქვამს. ყველა სახლში ჩაიკეტა და ამიტომ გადავწყვიტე, ეს პროექტი მარტო გამეკეთებინა.

 

რამ გამოიწვია ასეთი წარმატება?

 

ვფიქრობ, რომ ჩემი ასეთი წარმატება, ჩემს მიერ გაცემულმა სითბომ გამოიწვია, რომელიც ყალბი არ იყო. რასაც განიცდი, გრძნობს საზოგადოება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა დაარღვიო გემოვნება, არ უნდა „გადაახტე“ იმ კომპოზიტორს, ვის ნაწაროებსაც უკრავ. შენს მუსიკაზე, როგორც გინდა ისე მოიქეცი, გინდა „გააჯაზე“, გინდა „გააპოპე“, მაგრამ სხვის ნაწარმოებს რომ უკრავ, მით უმეტეს ლაღიძეს, ყანჩელს, კვერნაძეს და ბევრ სხვა კომპოზიტორს, თბილად უნდა მოექცე. სანამ ავტვირთავდი ლაღიძის და კვერნაძის ოჯახის წევრებს მოვასმენინე და რომელიმეს რომ შენიშვნა მოეცა, აუცილებლად გავითვალისწინებდი. ინოლა გურგულიას ქალიშვილს, მსახიობ ია შუღლიაშვილს ჩანაწერი გავუგზავნე და როგორც ვიცი, მოეწონა. თუ დაიწუნებდნენ, აუცილებლად თავს შევიკავებდი და არ ავტვირთავდი.

 

რომელი ქართველი კომპოზიტორის მუსიკა მოგწონთ?

 

მუსიკალურად და მასშტაბურად რომ ავიღოთ, რეზო ლაღიძე შეუდარებელია, ყველას თავის სტილი აქვს. მაგალითად გურამ ბზვანელს, კოტე ვარდელს, ჰქონდათ ისეთი ამერიკული და ჯაზური სისტემა, რომ ძალიან დასაფასებელი მუსიკოსები არიან. ძალიან მიყვარს ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, შოთა მილორავა, არჩილ კერესელიძე, სულხან ცინცაძე. მათ სხვა რანგში კარგად გადასაყვანი მუსიკა აქვთ დაწერილი. ისეთი დონის კომპოზიტორები არიან, რომ მათი შემოქმედება, საქართველოს გარდა, საზღვრებს უნდა გასცდეს და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს და მოისმინოს. ისინი მსოფლიო მელოდიას წერდნენ!

 

თანამედროვე ქართველი კომპოზიტორებიდან, რომელს გამოარჩევდი?

 

ძირითადად, არ ვუსმენ თანამედროვე კომპოზიტორების მუსიკას.

 

კლასიკოსებიდან ვის გამოარჩევდი?

 

ბეჰოვენს და შოპენს გამოვარჩევდი. გენიალურია, ასევე ბახიც!

 

უცხოელი მომღერლებიდან?

 

ყველამ იცის, რომ ყველაზე მეტად სტივ ვანდერი მომწონს, რა თქმა უნდა, ის ხელშეუხებელია. მას მოჰყვება სტივ მაკარტნი, ელტონ ჯონი და უამრავი სხვა.

 

 

ჯაზს უკრავდით?

 

რა თქმა უნდა, ვუკრავ! ნამდვილი ჯაზმენი, შეიძლება არ ვიყავი, მაგრამ იმპროვიზაციებს ვასრულებდი, ამერიკაშიც ვუკრავდი ტრიოში, კვარტეტში. სოლო ჯაზის დაკვრა არ მიყვარს. ტრიო და კვარტეტი რომ შეკრა, ოჯახივით არის, 5-10 წელი თუ აღარ უკრავ, გამორიცხულია, რამე გამოვიდეს. ნამდვილი ტრიო, ნიშნავს, თითქოს ერთი ადამიანი უკრავს ყველაფერს. აქ ცოტა რთულია, ამიტომ ჯაზს ჩამოვშორდი.

 

რას უსურვებდით ახალგაზრდა მუსიკოსებს და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს?

 

საქართველოში შოუ-ბიზნესი, არასდროს ყოფილა. როცა ივენთზე უკრავ და ფულს იხდი, რა თქმა უნდა ბიზნესად ითვლება, თორემ სხვა შემთხვევაში, ნიშნავს, რომ არ არის. მომავალ თაობას ვურჩევ, ბევრი ცოდა მიიღონ. ბევრ მუსიკას უსმინონ. როცა მღერიან, უნდა იცოდნენ, ვინ არის კომოზიტორი, პირველად ვინ გააორკესტრა, ვინ იმღერა. ყოფილა შემთხვევა, რომ მომღერალს, არ ცოდნია რომელი კომპოზიტორის სიმღერას ასრულებს. არ მინდა გვარები დავასახელო, ძალიან ცნობილ მუსიკოსებზე ვამბობ. ვისი სიმღარაა და რა ტონალობაში მღერიან, არ იციან. ასეთმა მომღერალმა, როგორც არ უნდა იმღეროს, ჩემთვის, არაპროფესიონალი მუსიკოსია. როგორ შეიძლება, 20 წელი ერთ სიმღას მღეროდე და არ იცოდე ვისი ნაწარმოებია. შეიძლება დაკვრა არ იცოდე, მაგრამ, როცა აკომპანირება უნდათ, ვეკითხები, რა ტონალობაში დაგიკრათმეთქი, მპასუხობენ – არ ვიცი დაუკარით და გეტყვითო.

 

პირველი ალბომი…

 

ჩემი პირველი ალბომი, 7 წლის წინ „ბრავო რეკორდსმა“ გამოსცა. მაშინ ახალი გახსნილი იყო და პრეზენტაციის დონეზე ჩატარდა. ამ ეტაპზე,  ჩემ ახალ, ქართული კომპოზიციების ალბომის გამოცემას ვგეგმავ. სავარაუდოდ, ალბომების ბაზარი აღარ არის. მე კი არა, ვანდერი აღარ უშვებს ალბომს (იცინის). 2005 წელს აქვს ბოლო ალბომი ჩაწერილი. როგორც ჩანს, აზრი აღარ აქვს, ურჩევნიათ, სოციალური ქსელებიდან და კერძო საიტებიდან ჩამოჭრას თანხა, ვიდრე ალბომი გაიყიდოს, ფაქტია, აღარ იყიდება. აუცილებლად გავაკეთებ, ქართული სიმღერების კომპოზიციის ალბომს, რადგან საზოგადოების მხრიდან დიდი მოთხოვნაა. დაახლოებით 10-12 კომპოზიცია, თავიდან არის ჩასაწერი.

 

პირადი ცხოვრება…

 

33 წლის ვარ, მაგრამ ოჯახი არ მყავს. როცა ამერიკაში ვცხოვრობდი, იმ პერიოდში, მყავდა შეყვარებული, მაგრამ ამ ეტაპზე, შეყვარებული არ ვარ. შეიძლება ბევრი პრეტეზიები მაქვს, რაც ბევრ ხელოვანს ახასიათებს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში!

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X