fbpx
17:51 | 2020-05-07 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„საპატიო ადგილს იკავებდა ჩვენს ოჯახში“ – სალომე გოგიაშვილს სახლში “ქართული ოცნების” დროშა აქვს

„საპატიო ადგილს იკავებდა ჩვენს ოჯახში“ – სალომე გოგიაშვილს სახლში “ქართული ოცნების” დროშა აქვს

პოპულარული აპლიკაცია „TIKTOK“ საქართველოში დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი ტიკტოკერია, რომლის ვიდეოებსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

 

„პრაიმტაიმის“ ყურადღება სალომეს ერთ-ერთმა ბოლო ვიდეომ მიიქცია, სადაც ის „ქართული ოცნების“ დროშის ფონზე ზის კადრში.

 

– სალომე, რატომ გადაწყვიტე აქტიური ტიკტოკერი გამხდარიყავი?

 

– ახლა ისეთი პერიოდია ხალხი მოწყურებულია გართობას და კარგ განწყობას, დავპირდი მათ ამას რომ არ მოვაკლებდი და მიხარია რომ შევძელი.

 

– რის მიხედვით არჩევ ვიდეოებს?

 

– ჩემზე უკვე აღარაა დამოკიდებული რას გადავიღებ. იუთუბზე ვეძებ სასაცილო ვიდეოებს, რომელიც ცოტაა ინტერნეტში. სრულიად საქართველომ იცის ეს ვიდეოები, მაგრამ მე იმ პერსონაჟებს ვაცოცხლებ. ერთ-ერთი იყო ეს ბოლო ვიდეო.

 

– ამ ვიდეოში ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა დეტალმა, „ქართული ოცნების“ დროშის ფონზეა გადაღებული, სადაა ვიდეო ჩაწერილი და საიდან გაქვს „ქართული ოცნების“ დროშა?

 

– ეს ვიდეო გადაღებულია ჩემთან სახლში, ოჯახში მაქვს „ქართული ოცნების“ დროშა. როცა ამ ვიდეოს გადაღება დავგეგმე, გამახსენდა, რომ სახლში მაქვს დროშა, რომელიც ძალიან მოუხდებოდა.

 

ნებისმიერი ვიდეოს გადაღების დროს, ვცდილობ კოსტიუმირებული იყოს პერსონაჟი და შესაბამისი დეკორაცია მქონდეს გარშემო. ამ შემთხვევაში დეკორაციის ნაწილი იყო დროშა, რომელიც ამ შინაარსის ვიდეოს ძალიან მოუხდა.

 

რაც შეეხება საიდან მაქვს ეს დროშა? ეს არ მახსოვს. ალბათ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ გამოჩნდა, მაშინ მოვიტანე სახლში.

 

ვინაიდან დიდი დროშაა, საპატიო ადგილს იკავებდა ჩვენს ოჯახში.

 

ვცდილობ ნებისმიერი თემის პოლიტიზირებას მოვერიდო, რადგან დამღალა აგრესიულმა კომენტარებმა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელსაც პირიქით, კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X