00:30 | 2020-04-24 ავტორი: თამთა თორდია

საოცარია, ხალხს „მაკდონალდსში“ სიარული შეუძლია, ხოლო ეკლესიაში არა – რობერ ლე გალმა

საოცარია, ხალხს „მაკდონალდსში“ სიარული შეუძლია, ხოლო ეკლესიაში არა – რობერ ლე გალმა

ტულუზას მთავარეპისკოპოსმა, რობერ ლე გალმა 11 მაისიდან ეკლესიების კონტროლირებადი, სოციალური დისტანცირების წესის დაცვით გახსნა მოითხოვა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ივნისამდე ვერ განახლდება ეკლესიების გახსნა.

 

„გაკვირვებული დავრჩი საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებით, რომ ივნისის შუა რიცხვამდე ეკლესიებში მსახურება არ განახლდება.

 

გაოცებული ვარ იმით, რომ ამავე დროს ხალხს მაკდონალდსში სიარული შეუძლია, ეკლესიაში კი არა“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

 

მისივე თქმით, სულ უფრო და უფრო მეტი მორწმუნე და სასულიერო პირი ეკლესიებში მსახურების ჩატარების აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის.

 

„კათოლიკეებმა იზოლაციის სწესები დაიცვეს, თუმცა ვერ შევძლებ მათ შეკავებას.

 

რასაც ვითხოვ ის არის, რომ უფრო ხანმოკლე მსახურების ჩატარების შესაძლებლობა მოგვცენ, რომელიც რაოდენობრივად შეზღუდული იქნება“, – განაცხადა მან.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X