11:38 | 2020-03-03 ავტორი: Prime Time

საოცარი ინტუიცია მაქვს! – სალომე გოგიაშვილმა შვილები არ გაუშვა იქ, სადაც არაფერი მომხდარა

საოცარი ინტუიცია მაქვს! – სალომე გოგიაშვილმა შვილები არ გაუშვა იქ, სადაც არაფერი მომხდარა

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი გადაცემა სიცრუის დეტექტორში, ყვება, რომ მას საოცარი ინტუიცია აქვს.

 

მისი თქმით, მან საკუთარი შვილები არ გაუშვა დედასთან ერთად თვითმფრინავით, რადგან წინათგრძნობა ჰქონდა, რომ ცუდი რამ მოხდებოდა.

„მე საოცარი წინათგრძნობა მაქვს, იმდენად, რომ დედაჩემს ბავშვები საზღვარგარეთ არ გავატანე, მქონდა წინათგრძნობა, რომ მანდ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო და იმ თვითმფრინავში ჩემი შვილები არ უნდა ჩამსხდარიყვნენ“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.

 

როცა გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, რა მოხდა მერე იმ თვითმფრინავში, გოგიაშვილმა უპასუხა: „არაფერი… თუმცა, ჩემი შვილები, რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება მომხდარიყო“.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X