
„იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია ექიმი გურჯაანში საოჯახო დღესასწაულზე დაინფიცირდა.
მძიმე პაციენტი იყო, თანმხლები დაავადებები ჰქონდა: ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებდა.
ბოლო პერიოდში არ დადიოდა სამსახურში, აცდენდა სამსახურს, ეგონა, რომ უბრალოდ გაციებული იყო, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა, რადგან ოჯახში ყველას დაუდასტურდა.
უკვე, რომ დამძიმდა მდგომარეობა მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს და იქ მკურნალობდა. თავიდან ალბათ, მასაც არ ეგონა, რომ კორონავირუსი ჰქონდა. ქვეყანაში სიტუაცია არის მართლაც რთული, ხალხს კიდევ ჰქონია, რომ არაფერი დაემართებათ და სწორედ ეს არის პრობლემა. იგივე ბატონი ზაზას შემთხვევაში, იგი იმყოფებოდა რაიონში, სუფრაზე გურჯაანში და აქედან დაინფიცირდა, რადგან იმ ოჯახში დაუდასტურდათ Covid-19. ვირუსი ბატონი ზაზას ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ, როგორც ვიცი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ დაიცვან დისტანცია, წესები და გაფრთხილდნენ, მაქსიმალურად მოერიდგონ მსგავს შეკრებებს და ოჯახურ თავყრილობებს, განსაკუთრებით რეგიონებში“, – გვითხრა საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორმა მეგი საჯაიამ.