17:04 | 2020-04-20 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

სანზონაში ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა – მძღოლი გაიქცა (ვიდეო)

სანზონაში ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა – მძღოლი გაიქცა (ვიდეო)

სანზონაში ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა, – ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

 

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გაზის მილთან შეჯახების შემდეგ ავტომობილის მძღოლმა შემთხვევის ადგილი მიატოვა და გაიქცა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.

 

ბუნებრივი აირის გაჟონვის რისკის ასაცილებლად, საჭირო გახდა სახლებიდან ადგილობრივების გამოყვანა.

 

ადგილზე მივიდნენ „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

 

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მოქალაქეები სახლებში ჯერჯერობით ვერ შეჰყავთ.

 

 

 

 

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები