21:26 | 2020-04-12 ავტორი: ლიზი მეტრეველი

სანდოა თუ არა სწრაფი ტესტი? – საქართველოში დაფიქსირებული შეცდომები

სანდოა თუ არა სწრაფი ტესტი? – საქართველოში დაფიქსირებული შეცდომები

თბილისის მედიცინის ცენტრის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფიცირების წყარო კი ამ დრომდე უცნობია. თანამშრომელთა უმრავლესობა, ვისაც აღნიშნულ ექიმთან ჰქონდა კონტაქტი თვითიზოლაციაშია.

 

თბილისის მედიცინის ცენტრის დირექტორის ლევან ყურაშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ყველა პაციენტი გაეწერება კლინიკიდან და გადანაწილდებიან სხვა საავადმყოფებსა თუ საკარანტინო სივცეებში, თბილისის მედიცინის ცენტრში კარანტინი მინიმუმ 2 კვირით გამოცხადდება.

 

მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ აღნიშნულ კლინიკაში არცერთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა. ლევან ყურაშვილი, ისევე როგორც „ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა” დღეს, სწრაფი ტესტების მცდარ მაჩვენებლებზე საუბრობს.

 

გვქონდა მაგალითი, რომ სწრაფმა ტესტმა აჩვენა დადებითი და რეალურად პაციენტს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მაგრამ წარმოვიდგინოთ ისტორია პირიქით, სწრაფმა ტესტმა აჩვენოს უარყოფითი, ჩვენ მოვეშვათ და რეალურად პაციენტს ჰქონდეს კორონავირუსი, მაშინ რა ტიპის შედეგები შეიძლება რომ დადგეს? ჩვენ რეალურად ვენდობით ლუგარს – განაცხადა ყურაშვილმა.

 

„ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში” დღეს კორონავირუსი ასაკოვან ქალს დაუდასტურდა. კლინიკის ინფორმაციით, ის დაწესებულებაში 6 აპრილს მოთავსდა და მას კოვიდ-19-ზე სწრაფი ტესტი გაუკეთეს, რომელიც უარყოფითი იყო. თუმცა, 6 დღის შემდეგ, ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგად, ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ბუნებრივია ქალი იყო სარეანიმაციო. გაიარა ტრიაჟი. ვინაიდან არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდა არანაირი შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კოვიდინფექცია, სწრაფი ტესტით იყო ნეგატიური. ამიტომ მოთავსდა რეანიმაციაში – კლინიკის სტრატეგიული ხელმძღვანელი ეკატერინე სანიკიძე

 

კერძო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძეც საუბრობდა.

 

“შესაძლოა დღეს ავად იყოს, მაგრამ ამ ტესტმა ვერ დაიჭიროს, ეს ახსოვდეს ყველას. დღეს რომ უარყოფითი გექნებათ ამ ტესტით ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დღეს ავად არ ხართ, ტესტი დადებითი გახდება ავად, რომ გახდებით მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე დღეს” – აცხადებდა იმნაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჭრელო პეპელა“ არ ვარ... კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში“  - პაატა იმნაძე
2020-04-03„ჭრელო პეპელა“ არ ვარ... კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში“ - პაატა იმნაძე
 
რამდენი ტესტი აქვს საქართველოს CoViD-19-ის გამოსავლენად
2020-04-08რამდენი ტესტი აქვს საქართველოს CoViD-19-ის გამოსავლენად
ცნობილია ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება
2020-04-09ცნობილია ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +