11:11 | 2020-06-28 ავტორი: მარი ჯაფარიძე

სანამ უცხოეთში წასვლას შეძლებთ – აუცილებლად სანახავი ადგილები საქართველოში

სანამ უცხოეთში წასვლას შეძლებთ – აუცილებლად სანახავი ადგილები საქართველოში

შვებულებების პერიოდი დაიწყო და ვინაიდან ჯერ კიდევ არ არსებობს იმის საშუალება, რომ საზღვარგარეთ ვიმოგზაუროთ, საქართველოს მონახულებისთვის მოსახერხებელი დროა.

 

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, რაც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

 

პრომეთეს მღვიმე

 

მდებარეობს დასავლეთ საქართველოში კერძოდ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 100 მ-ზე.მღვიმეში არსებული ბილიკი 1420 მეტრია,მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მანძილის გავლა,ასეთი სილამაზისთვის.მღვიმე არის გრძელი გვირაბის მსგავსი.იმის მერე რაც ფეხს შედგამთ მღვიმეში,თქვენ აღმოჩნდებით გასაოცარ სამყაროში.მღვიმეში არაფერი არ არის ხელოვნურად გაკეთებული სწორედ ამიტომაა იგი ასე გამორჩეული.მღვიმის აღმოჩენისა და ისტორიის შესახებ დაწვრილებით მოგიყვებათ გიდი როცა მის მონახულებას გადაწყვეტთ მე კი გირჩევთ,რომ აუცილებლად ნახოთ ეს გასაოცარი ადგილი.შევეცდები სურათებით გადმოგცეთ და დაგანახოთ მღვიმის საოცარი სილამაზე თუმცა,მღვიმე რეალობაში ბევრად ლამაზია.

 

პრომეთეს მღვიმე

 

სათაფლია

 

ეს გახლავთ ნაკრძალი საქართველოში იგი მდებარეობს ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.ამიტომ შეგილიათ პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ერთ დღეს მოინახულოთ. ორივე ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. მარტო სათაფლიაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად რომ საქართველოში არის ულამაზესი ბუნება. სათაფლიაში გიდი გაგაცნობთ ხეების ისეთ კიშებს რომლებიც ძალიან ცოტაა საქართველოს სხვა ადგილებში. ასევე გაიგებთ,საიდან მოდის სახელი სათაფლია, დატკბებით ულამაზესი ხედებით და რაც ყველაზე მთავარია, ნახავთ დინოზავრის ნაკვალევს.თუ მოვდებით დასავლეთ საქართველოში ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან და აუცილებლად ნახეთ ეს ენით აუღწერელი სილამაზე.

 

სათაფლიაში იურული პარკი სრულად ...

 

კაცხის სვეტი

 

სვეტი მდებარეობს იმერეთში კერძოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტში.სიტყვა კაცხი არის სვანური და ითარგმნება როგორც მწვერვალი.დიდი სვეტის თავზე მდებარეობს პატარა მონასტერი და ერთი ხე. სვეტი არის ძალიან მაღალი და სწორი.სვეტზე ასვლა შესაძლებელია სპეციალური კიბეებით რომელიც სვეტიდან მიწაზე გადმოდის. სვეტის ქვემოთ არის კიდევ ერთი ეკლესია რომელიც სვიმონ მესვეტეს სახელობისაა.კაცხის სვეტთან შესაძლებელია ძალიან ლამაზი ფოტოების გადაღება.ობს ძალიან ბევრი ტურისტი ამიტომ თქვენც გირჩევთ ესტუმროთ კაცხის სვეტს და დატკბეთ ბუნების სილამაზით.

 

National Geographic“: 11 ადგილი, რასაც მხოლოდ ...

 

კოლხეთის ეროვნული პარკი

 

პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში , შავი ზღვის სანაპიროზე.იგი შექმნილია იმისთვის რომ დაიცვან ისეთი ცხოველებისა და მცენარეების ჯიშები,რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან.თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ისეთი ცხოველები და მცენარეები,რომლებიც არასდროს გინახავთ ახლოდან.თქვენ ასევე კოლხეთის ეროვნულ პარკში ნახავთ ტყეებს მრავალფეროვანი ხეებით.კერძოდ ტქვენ შეგიძლიათ იხილოთ:წიფელი,წყავი,მურყანი,რცხილა და სხვა.

 

კოლხეთის ეროვნული პარკი | ეკოფაქტი

 

უფლისციხე

 

ეს არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი.მდებარეობს ქალაქ გორის აღმოსავლეთით.უფლისციხის შუაგულში არის პატარა ტაძარი მას სტუმრობს ძალიან ბევრი ტურისტი. უფლისციხე არის ისტორიული ადგილი. უფლისციხე ძალიან საინტერესო სანახავია და რაც ყველაზე მთავარია ბუნებრივადაა დაარსებული.გიდი ბევრ საინტერესო რამეს გიამბობთ უფლისციხის შესახებ.

 

კლდეში ნაკვეთი ქალაქი, უფლისციხე

 

სარო

 

სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თვალნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.

ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს რომ წარმოადგენდა, სხვა მონაცემებთან ერთად, ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი თავისი განლაგებით მეტად ორიგინალურ ციხესიმაგრეთა კომპლექსი.

 

საროს მეგალითები | Lasha Gabelia | Flickr

 

აბუ­დე­ლა­უ­რის ფე­რა­დი ტბე­ბი

 

ეს მყინ­ვა­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის ტბე­ბია აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თუ­შეთ-ხევ­სუ­რე­თის კავ­კა­სი­ო­ნის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე; სოფ­ლე­ბის, როშ­კა­სა და ჯუ­თას­თან ახ­ლოს ზღვის დო­ნი­დან 2812 მეტრზე. საზ­რდო­ობს თოვ­ლის, მყინ­ვა­რი­სა და წვი­მის წყლით. ტბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დონე ზა­ფხულ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, მი­ნი­მა­ლუ­რი კი – ზამ­თარ­ში.

 

2 ლარად, 37%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი ...

 

ბახ­მა­რო 

 

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, კუ­რორ­ტის სა­ხე­ლი ულა­მა­ზეს თა­ვა­დის ქალს, მა­როს უკავ­შირ­დე­ბა. მარო თურ­ქებ­მა მო­ი­ტა­ცეს, უკან და­დევ­ნე­ბულ მდე­ვარს კი ხან­ჯლით გან­გმი­რუ­ლი და­უ­ტო­ვეს, გვერ­დით ქვა­ზე კი, მი­სი­ვე სის­ხლით და­ა­წე­რეს: “ბახ მარო” – ნა­ხეთ თქვე­ნი მარო.

 

კურორტები საქართველოში - ბახმარო ...

 

მა­ხუნ­ცე­თის ჩანჩქე­რი 

პორ­ფი­რი­ტუ­ლი ტუ­ფე­ბი­სა და ტუფბ­რექჩი­ე­ბის წყე­ბით აგე­ბუ­ლი, აჭარის ქე­დის იმ ნა­წილ­ში გა­მომ­დი­ნა­რე ჩანჩქე­რი ძალ­ზე შთამ­ბეჭ­და­ვია და ბევრ მნახ­ველს იზი­დავს.

 

სიახლეები - GoBatumi

 

უძირო ტბა

 

ტბარაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფლების გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, მწვერვალი კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონზე.

 

თუშეთი | ალვანელები

 

სიღნაღი

 

ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი.

 

SIGNAGI.INFO სიღნაღი — ქალაქი საქართველოში

 

სვანეთი

 

ზემო სვანეთს შეადგენს მდინარე ენგურის ხეობა, ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ორ ნაწილად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელი იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა.

 

USHBA

 

გერგეტის სამება

 

ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გერგეტის სამება 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

 

მთის ამბები

 

ხევსურეთი

 

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე.
აღმოსავლეთიდან ხევსურეთს ესაზღვრება ჩეჩნეთი და თუშეთი, სამხრეთით — ფშავი, დასავლეთით — ხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ჩრდილოეთით კი — ინგუშეთი. ქისტეთ-ჩეჩნეთისაგან ხევსურეთს ჰყოფს მითხოსა და მაისტის მაღალი მთები, რომლებიც მიემართებიან ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ბისნის მთიდან დაწყებული ტებულოს მთამდის. ხევსურეთისა და ფშავის გამყოფი საზღვარი იწყება მცირე ბორბალოდან და ლიქოკის მთით მიდის აკუშოს წყლის სათავემდის და შემდეგ ბეტისჩრდილზე და კიშხევზე გადადის.

 

ფშავ-ხევსურეთში დაცულ ტერიტორიებზე ...

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები