fbpx
22:29 | 2020-09-17 ავტორი: თამთა თორდია

სანამ მე თვითონ არ წავალ იმ ქვეყნად, მანამდე მის გვერდით ვიქნები – მეგრული სიყვარულის ისტორიის გაგრძელება  

სანამ მე თვითონ არ წავალ იმ ქვეყნად, მანამდე მის გვერდით ვიქნები – მეგრული სიყვარულის ისტორიის გაგრძელება  

სიყვარულის ისტორია სამეგრელოდან, რომელიც საზოგადოების ნაწილისთვის კარგად ცნობილია დადებითად და ემოციურად გრძელდება.

არასდროს დავტოვებ ხატიას... ჩემი ცოლი მხოლოდ ჩემს დანახვაზე იცინის - გულის ამაჩუყებელი ისტორია
2020-06-05არასდროს დავტოვებ ხატიას... ჩემი ცოლი მხოლოდ ჩემს დანახვაზე იცინის - გულის ამაჩუყებელი ისტორია

 

შევეცდებით მკითხველს ხატია და მისი ქმარი გავახსენოთ, რომლებიც „სხვა ნანუკაში“ ვიხილეთ. ხატიას იშემიური ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს და მას საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა. გოგონა მათი ქორწინებიდან 4 თვეში ცუდად გახდა და მას შემდეგ 5 წელი გავიდა.

 

მისი ქმარი თვეების წინ გასულ სიუჟეტში ამბობდა, რომ ის არასდროს დატოვებს ხატიას, რადგან ის მხოლოდ მის დანახვაზე იცინის.

 

მათი ემოციური სიყვარულის ისტორია კი ასე გაგრძელდა.

 

„ეს სასწაულის ტოლფასია, ბევრად გაუმჯობესებულია ყველაფერი. ბრძოლას აზრი აქვს და ყველას ამას ვეუბნები თუ ადამიანი იბრძოლებს ყველაფერს მიაღწევს. სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღესვე დამიწყეს რეკვები, თანხის ჩარიცხვები. ყველა მამხნევებდა.

 

ამჟამად თბილისში ვართ და კლინიკაში გავდივართ მკურნალობას. აქ ქირით ვართ, კლინიკასთან ახლოს. რამდენიმე დღის წინ შოკოლადიც მომთხოვა. ხალხის დახმარებით წინ მივიწევთ. მოვა დრო იმისა რომ სრულიად აღუდგება ყველაფერი. სანამ მე თვითონ არ წავალ იმ ქვეყნად მანამდე მის გვერდით ვიქნები“,- აცხადებს ხატიას ქმარი.

 

კლინიკა „სკენარი“ ხატიას სრულიად უსასყიდლოდ მკურნალობს.

 

მეგრული სიყვარულის ისტორიის გაგრძელება

მეგრული სიყვარულის ისტორიის გაგრძელება

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2020

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X