00:23 | 2020-04-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სანამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება, ეს მხოლოდ მითია – ცერცვაძე „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინაზე

სანამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება, ეს მხოლოდ მითია – ცერცვაძე „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინაზე

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინა კორონავირუსისგან იცავს, მაგრამ ეს არავინ არ იცის“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

 

მისივე თქმით, მითი დარჩება მითად სანამ მეცნიერულად არ დადასტურდება.

 

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინა კორონავირუსისგან იცავს, მაგრამ ეს არავინ არ იცის.

სანამ ეს არ დადასტურდება, ეს მითია, მაგრამ რომელიმე მითი შეიძლება დადასტურდეს. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგიერთი სერიოზული, ზოგიერთიც არასერიოზული. ყველა ეს მითი დარჩება მითად, სანამ მეცნიერულად არ დადასტურდება.

 

რაც შეეხება ზედაპირებზე და ჰაერში გავრცელებას, ეს არის წვეთოვანი ინფექცია.

 

ამოფრქვეული ვირუსის ნაწილაკები შეწვეთილია შხეფებში, რომელთა დიამეტრიც 5 მიკრონზე მეტია, და ამიტომ ის ჰაერში „ვერ დაფრინავს“. ის დიდხანს ვერ რჩება ჰაერზე და ვერ ვრცელდება დისტანციაზე. სწორედ ამიტომ არის საჭირო სოციალური დისტანციის დაცვა.

 

სურსათთან მიმართებაში, თუ ეს შხეფები მოხვდა სურსათზე, ვირუსის გავრცელება თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ამის ალბათობა დიდი არაა.

 

დადასტურებულად შეიძლება იმის თქმა, რომ ვირუსს კლავს სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც შეიცავს ან 75%-იან ალკოჰოლს, ან ქლორს.

 

რაც შეეხება ორთქლს, კორონავირუსი 56 გრადუსზე კვდება 30 წუთში, 70 გრადუსზე – 5 წუთში. თუ 70 გრადუსის ქვეშ ამყოფებ 5 წუთის განმავლობაში, ვირუსი მოკვდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X