18:58 | 2021-07-12 ავტორი: თამარ გონგაძე

„სანამ დაგერიეთ…“ – რამ განარისხა ზურა ხაჩიძე

„სანამ დაგერიეთ…“ – რამ განარისხა ზურა ხაჩიძე

“ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით, საზოგადოების მოსაზრებები, გაყოფილია. ნაწილი ჟურნალისტების მოთხოვნას ეთანხმება, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენები ანტისახელმწიფოებრივია. ამ უკანასკნელთა რიცხვს განეკუთვნება ზურა ხაჩიძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანას ჩამოშლის.

 

ზურა ხაჩიძე: – ეს რაც ხდება, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ქვეყნის მტრობა. ამდენი დროის განმავლობაში, ქვეყნის რყევას, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს და მართლა ჩამოიქცევა ეს ჩვენი სამშობლო.

 

2021-07-06"ცუდი ფაქტი მოხდა. თუმცა ვიღაცას, ვინც რაიონიდან იყო ჩამოსული, თუ აქაური იყო, რა თქმა უნდა, ნერვები არ ეყოფოდა" - ზურა ხაჩიძე

 

არც პრემიერი და არც შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა გადადგეს!!! გამოძიებული უნდა იყოს ყველა კანონის დარღვევა!!! პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, პროვოკატორმა და ქვეყნისგარე მტერმა!

 

ყველას გაფრთხილებთ, ვინც ჩემს მეგობრებში ხართ, პატრიარქის და ეკლესიის გინებას არ გაპატიებთ, ამიტომ წაიშალეთ თავი, სანამ მე დაგერიეთ. ყველაფერს ხედავს საზოაგადოება და ყველაფერს თავის სახელს დარქმეევს!ნუ იწვევთ საქართველოს მოსახლეობას!

 

კიდევ ერთხელ ვუსმაძიმრებ ლექსოს გარდაცვალებას ყველას!

 

მოციქულები პეტრე და პავლე ჰფარავდეს საქართველოს და მის უწმინდესოსობას! ამინ

ავტორი: თამარ გონგაძე

X