09:22 | 2020-07-14 ავტორი: Prime Time

სანამ ბინას გააქირავებთ ან იქირავებთ, ეს ინფორმაცია ნახეთ

სანამ ბინას გააქირავებთ ან იქირავებთ, ეს ინფორმაცია ნახეთ

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის.

 

ამიერიდან, ბინის გამქირავებელს მოუწევს:

 

პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება;

 

ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით;

 

CHECK OUT-ის შემდგომი პროცედურის დაცვა – დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება/დასუფთავება;

 

დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება;

 

დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება;

 

ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება/დეზინფექცია;

 

რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით;

 

ყოველი გამოყენების შემდეგ მტვერსასრუტის გასუფთავება სადეზინფექციო საშუალებით;

 

გამოყენებულლი თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურად გამოყოფილ ტომარაში;

 

მათი იატაკზე მოგროვება/დაბერტყვა შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება რისკის შემცველია;

 

თეთრეულის რეცხვა 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით და სათანადო სარეცხი საშუალების კომბინაციით;

 

მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირზე მოხვედრის გამოსარიცხად უმჯობესია სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია;

 

სასურველია სტუმრის მიღების და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X