14:02 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

სამწვერა ნერვის ნევრალგია და მისი მკურნალობის მეთოდები – ინტერვიუ ნეიროქირურგ გოგი მაღლაშვილთან

სამწვერა ნერვის ნევრალგია და მისი მკურნალობის მეთოდები – ინტერვიუ ნეიროქირურგ გოგი მაღლაშვილთან

რა არის სამწვერა ნერვის ნევრალგია?

სამწვერა ნერვის ნევრალგია (ტრიგემინალური ნევრალგია) — გავრცელებული დაავადებაა. ამ დროს  ნერვის საინერვაციო არეში ძლიერი, ტკივილი აღინიშნება. დაავადება უმეტესად შუახნის ასაკში, უფრო ხშირად ქალებში ვითარდება. უფრო ხშირია მარჯვენამხრივი ან მეორე და მესამე ტოტების ტკივილი, შედარებით იშვიათი- ორმხრივი ნევრალგია და პირველი ტოტის დაავადება იზოლირებულად ან სხვა ტოტთან ერთად.

 

გარკვეულ ასაკში, ადამიანს სახის ნახევარში ეწყება შეტევები, ვარიანტები სხვადასხვაა, მაგრამ ტკივილი იმდენად ძლიერია, პაციენტები პირდაპირ გარბიან ექიმთან. იწყება მათი მკურნალობა, როგორც წესი პირველად ნევროპათოლოგებთან ხვდებიან და ენიშნებათ წამალი ”კარმამაზეპინი” და ეს ერთადერთი წამალია, რომელსაც სინჯათაც კი იყენებენ და თუ მისი მიღების შემდეგ ტკივილი რაღაც ეტაპზე მაინც მოიხსნა, ანუ ნამდვილად გენუინური ტრიგემინალური ნევრალგიაა.

 

ტრიგემინალური ტკივილების მიზეზი შესაძლოა სხვა ორგანული დაავადებები იყოს, მაგალითად ნათხემ ხიდის კუთხის სიმსივნეები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა ინსულტის შემდეგ  იმ მიდამოში ტრიგემინალური ნევრალგია განვითარდეს.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურულ ცენტრში სისხლძარღვოვანი განვითარების მანკების მკურნალობის ნაკლებტრავმული მეთოდი დაინერგა
2020-06-23ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურულ ცენტრში სისხლძარღვოვანი განვითარების მანკების მკურნალობის ნაკლებტრავმული მეთოდი დაინერგა

გენუინური ანუ პირველადად ტრიგემინალური ნევრალგია, რომელიც სხვა დაავადებით არ არის გამოწვეული, როგორც აღმოჩნდა გამოწვეულია ე.წ. ნერვსისხლძარღვოვანი კონფლიქტით, რაც იმას ნიშნავს, რომ სამწვერა ნერვს ქალაში ედება სისხლძარღვი. გარკვეული სისხლძარღვების ჯგუფი შეიძლება მას ედებოდეს და ნერვზე მუდმივი პულსაციის შედეგად იწვევდეს ნერვის გაღიზიანებას, რის გამოც გარკვეულ ასაკში ეს ტკივილები გამოიხატება შეტევების სახით.

 

ნერვსისხლძარღვოვანი კონფლიქტი შეიძლება ნორმაშიც იყოს და ადამიანს არაფერი ტკიოდეს, მაგრამ ტრიგემინალური ნევრალგია ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ მიელინის გარსის დაზიანება მოხდა ნერვის ბოჭკოებში. არასამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის მოკლე ჩართვა ნერვში, რომელიც ერთხელ თუ წარმოიშვა დიდი ალბათობით კიდევ და კიდევ წარმოიშობა. ძირითადად ვლინდება ქალებში, მაგრამ მამაკაცებშიც ხშირია, ეს ხდება 50 წლის ასაკში.

რა უნდა ვიცოდეთ უშვილობაზე და ინვიტრო განაყოფიერებაზე - ჟორდანიას კლინიკის რჩევები
2020-07-06რა უნდა ვიცოდეთ უშვილობაზე და ინვიტრო განაყოფიერებაზე - ჟორდანიას კლინიკის რჩევები

როგორ ხდება დიაგნოსტიკა და რა მკურნალობის მეთოდებია მოწოდებული ?

პირველ რიგში სინჯი უნდა ჩატარდეს პრეპარატით ”კარმამაზეპინი”, თუ ამ წამალმა ტკივილი მოხსნა, რაღაც ეტაპზე მაინც ვთვლით, რომ ეს ნამდვილად  ტრიგემინალური ნევრალგიაა. გარდა ამისა უნდა ჩატარდეს სერიოზული კვლევები, მაგნიტურ -რეზონანსული ტომოგრაფია ანგიოგრაფიულ რეჟიმში, შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით, შეიძლება დიგიტალური ანგიოგრაფიაც, რათა დავადგინოთ არსებობს თუ არა სისხლძარღვოვანი კონფლიქტი

 

98% შემთხვევაში ოპერაცია შედეგიანია,ოპერაცია მდგომარეობს იმაში, რომ სისხლძარღვი და ნერვი რომ ერთმანეთს ედება, უნდა დააშორო და მათ შორის საიზოლაციო მასალა ჩადგა, რომელიც ნერვს და სისხლძარღვს გამოყოფს ერთმანეთისგან. 98% შემთხვევაში ტკივილი ქრება, 2 % შემთხვევებისა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას იხსნება იმით, რომ ეს არის არა სისხლძარღვოვანი კონფლიქტით გამოწვეული, არამედ სხვა მიზეზით გამოწვეული ნევრალგია. მიკროვასკულარული დეკომპრესია, ასე ქვია აღნიშნულ ჩარევას.

 

სად შეგვიძლია აღნიშნული ოპერაციების ჩატარება?

– აღნიშნული ქირურგიული ჩარევები ტარდება თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები