00:13 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

სამწუხაროა, იმის ნახვა, რომ მმართველი პარტია გავიდა შეთანხმებიდან – მაიკლ კარპენტერი

სამწუხაროა, იმის ნახვა, რომ მმართველი პარტია გავიდა შეთანხმებიდან – მაიკლ კარპენტერი

ამერიკელი დიპლომატი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯო ბაიდენის­ ყოფილი მრჩეველი, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.

 


„ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ინკლუზიურობისა და თანაბარი პირობების მხარდაჭერას. სამწუხაროა, იმის ნახვა, რომ მმართველი პარტია გავიდა შეთანხმებიდან”,- წერს ამერიკელი დიპლომატი.

 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!