13:39 | 2021-02-11 ავტორი: Prime Time

სამწუხარო ინფორმაცია – სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

სამწუხარო ინფორმაცია – სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თორნიკე კიპაროიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: Prime Time

X