14:47 | 2020-03-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 120 ადამიანი იმყოფება

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 120 ადამიანი იმყოფება

18 მარტის, 11:00 საათის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 120 ადამიანი იმყოფება. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა ერთ დღეში 70-ით გაიზარდა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების მონაცემებით, თვითიზოლაციაში ახალციხეში 47, ასპინძაში 22, ბორჯომში – 11, ახალქალაქში – 21, ნინოწმინდაში – 14, ადიგენში კი 5 ადამიანი იმყოფება.

 

„ზრდა მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბრუნდებიან ქვეყანაში. საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ცდილობენ მოასწრონ ქვეყანაში დაბრუნება“, – გვითხრა განყოფილების უფროსმა, ნინო ზედგინიძემ.

 

შეგახსენებთ, დღეიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები დაიკეტა.

 

ავტორი: რუსკა გავარამაძე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X