15:14 | 2020-07-26 ავტორი: Prime Time

„სამსახურის შესახებ არ ვიცოდი, ბანზე მიგდებდა სიტყვას“ – ბაჩალიაშვილის დედა

„სამსახურის შესახებ არ ვიცოდი, ბანზე მიგდებდა სიტყვას“ – ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი თამუნა ბაჩალეიშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებს.

 

„ორ სამსახურში მუშაობდა, მაგისტრატურის გამოცდისთვის ემზადებოდა და ათას რაღაცას იყო მოდებული. სულ ვეჩხუბებოდი შვილო ვერ გაუძლებ ამდენს უნდა წამოხვიდე ერთ-ერთი სამსახურიდან ან შეცვალო შენი ცხოვრების წესი, უნდა დაისვენო. სამსახურის შესახებ არ ვიცოდი, რამდენჯერაც ვკითხე ბანზე ამიგდო სიტყვა. მერე გავიგე თანამშრომლებისგან, ერთი ვიცოდი რომ უფროსი ჰყავდა თამუკა და აკეთებდნენ რაღაცა შეკვეთებს. რომ წამოსულა ორი დღით ადრე, ეს მეგობრისგან გავიგე, ერთად ეძებდნენ სხვა სამსახურს.” – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

 

„ცდილობდა მის ძმას არ გაეგო, ძალიან უფრთხილდებოდა...“ - რას უმალავდა თამარ ბაჩალიაშვილი უმცროს ძმას
2020-07-24„ცდილობდა მის ძმას არ გაეგო, ძალიან უფრთხილდებოდა...“ - რას უმალავდა თამარ ბაჩალიაშვილი უმცროს ძმას
5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის ანა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

 

გოგონას სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, რომელსაც ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს რომ ადვოკატთან ერთად, საქმის მასალების გაცნობას შეძლებს.

 

ასევე ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი იპოვეს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X