18:22 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციელი მ.ბ. დააკავეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში.

 

მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები