fbpx
23:55 | 2020-10-22 ავტორი: Prime Time

სამნი წავიდეთ… დედას გაფიცებ, კაცურად გთხოვ – გალდავასა და თავდამსხმელის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა

სამნი წავიდეთ… დედას გაფიცებ, კაცურად გთხოვ – გალდავასა და თავდამსხმელის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა

„მთავარი არხი“ „საქართველოს ბანკში“ ჩაწერილ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც მას შემდეგაა ჩაწერილი, რაც თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა.

 

თავდამსხმელი:არავინ არ დაშავდება. აქ თუ ვინმე დაშავდა, იქნება თქვენი ბრალი.

 

ავთანდილ გალდავა: გავიგეთ, მაგრამ რა იქნება ჩვენი ბრალი, არანაირი ზედმეტი მოქმედება არ იქნება. რამდენი კაცი მიგყავს.

 

თავდამსხმელი:5 კაცი ვიქნებით შენიანად.

 

ავთანდილ გალდავა: 4 წავიდეთ.

 

თავდამსხმელი: არა.

 

ავთანდილ გალდავა:გთხოვ. 5 კაცი, აი, რაღაში გინდა. გამაგებინე ადამიანო.

 

თავდამსხმელი: რა მეტნი ვიქნებით, მით უკეთესი.

 

ავთანდილ გალდავა: გავიგე ძმაო, მაგრამ ის სამი კაცი ცოტანი ვართ, დედას გაფიცებ? გეხვეწები, კაცურად გთხოვ. კაცი ხომ ხარ…

 

თავდამსხმელი: მე ვსაუბრობ.

 

ავთანდილ გალდავა: ფიზიკურად ხომ ვერ წაიყვან, ამათ ისედაც. გეხვეწები წაიყვანე, წაგვიყვანე. სამი კაცი წავიდეთ.

 

თავდამსხმელი: დამშვიდდი, დამშვიდდი მეთქი.

 

ავთანდილ გალდავა: კაი, მშვიდად ვარ. მართლა მეგობრულად გთხოვ.

 

თავდამსხმელი: გასაგებია, მაგრამ დამშვიდდი. არ მინდა შენი აზრები, შენთვის შეინახე.

 

ჩანაწერს „მთავარი არხი“ ავრცელებს

 

შეგახსენებთ, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

 

04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.

 

გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X