fbpx
13:46 | 2020-06-02 ავტორი: ნინი ტაველიძე

სამმა თინეიჯერმა ფლოიდის მკვლელობის სცენა გაითამაშა – პოლიციამ ისინი დააკავა

სამმა თინეიჯერმა ფლოიდის მკვლელობის სცენა გაითამაშა – პოლიციამ ისინი დააკავა

სამმა თინეიჯერმა (18-19 ასაკის) ფლოიდის მოკვლის სცენა გაითამაშეს და მომხდარი მასხრად აიგდეს. პოლიციამ ისინი სიძულვილის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

მომხდარის შემდეგ ბავშვების ოჯახებს მოკვლით ემუქრებოდნენ, ამიტომ მათ ახლა პოლიცია იცავს.

 

ბავშვების ვიდეო, სადაც ისინ ფლოიდის მოკვლის სცენას თამაშობენ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

 

ვიდეოდან მათი იდენტიფიცირება მალევე მოხდა. წაშლილია სამივეს სოციალური მედიის პროფილები.

 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X