fbpx
18:09 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

სამლოცველო ფუღუროში- უნიკალური ხე ქუთაისში

სამლოცველო ფუღუროში- უნიკალური ხე ქუთაისში
სამლოცველოებით და ეკლესიების სიძველით თუ არქიტექტურის უნიკალურობით საქართველოში ვერავინ დარჩება გაოცებული.
თუმცა, სამლოცველო, 400 წლოვან მუხის ფუღუროში ნამდვილად უინიკალურია.
სწორედ ამ სამლოცველოს ნახავთ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.
სამლოცველო ღვთისმშობლის შობის სახელობისაა, რომელიც დაახლოებით, 5 წელზე მეტია მოწყობილია.
 
სამლოცველოში ღვთისმახურება, არ სრულდება თუმცა, ადგილზე სანთლის დანთება და ხატების მოლოცვა შეგიძლიათ.
„მუხაში ბუნრებრივად გაჩნდა ფუღურო, მოგვაფიქრდა, რომ სამლოცველო ყოფილიყო.
ეს იდეა სასულიერ პირებსაც ვუთხარით, მოეწონათ და მაშინათვე მოეწყო სამლოცველო“, – უყვება „პრაიმტაიმს“ ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელი ბორის თვალოძე.
ის ამბობს, რომ ფუღუროში სამლოცველო მსოფლიოში მეორე შემთხვევაა და მის სანახაცად ყველა მხრიდან ჩადიან.
 
„ძალიან პოპულარულია, მოსკოვის ტელევიზიიდან მოვიდნენ და სიუჟეტი მიუძღვნეს. ყველა აღფრთოვანებული რჩევა ამ ხით და სამლოცველოთი“ – ამბობს ბორის თვალოძე. 
 
 
 
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X