fbpx
23:55 | 2020-07-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სამხრეთ კორეაში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა

სამხრეთ კორეაში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 36 შიდა გადაცემას უკავშირდება, 27 კი იმპორტირებულია.

 

25 ახალი შემთხვევა სეულის მახლობლად მდებარე ქალაქ იიჯონბუში დაფიქსირდა, საიდანაც 16 ე.წ. სპორტდარბაზის კლასტერს მიეკუთვნება.

 

ვრცელდება ვიდეო, როგორ სცემს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ახალგაზრდას
2020-07-04ვრცელდება ვიდეო, როგორ სცემს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ახალგაზრდას

 

კიდევ ერთი კლასტერი მიმდინარე კვირაში ქალაქ კვანჯუს ერთ-ერთ ტაძარში გაჩნდა, ამჟამად კლასტერის წევრთა რაოდენობა უკვე 60-ს აღემატება.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 13 030 შემთხვევაა დაფიქსირებული, 11 811 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 283 კი გარდაიცვალა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X