11:12 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

სამხრეთ კორეაში ყოფილი ციხის ტერიტორიაზე 250-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს

სამხრეთ კორეაში ყოფილი ციხის ტერიტორიაზე 250-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს

სამხრეთ კორეაში, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე 250-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სავარაუდოდ, 1980 წლის ანტისამთავრობო აჯანყების დროს დაიღუპნენ.

 

ცხედრები თავდაპირველად 2019 წლის დეკემბერში იპოვეს. მაშინ ცხედრები კრიმინალისტებმა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ისინი 80 ადამიანს ეკუთვნოდა, მათგან 40 ყოფილი ციხის პატიმარი იყო, ხოლო დანარჩენი 40 დაუდგენელია.

 

სამხრეთ კორეაში დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით მასობრივი დემონსტრაციები 1980 წლის მაისში გაიმართა. პრეზიდენტ ჩონ დუ ხვანის ბრძანებით, სამხედროებმა დემონსტრაციები ძალის გამოყენებით დაშალეს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 207 ადამიანი, ათასობით კი დაშავდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X