16:13 | 2020-03-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

სამხრეთ კორეა საქართველოს კორონავირუსის 200 000 სწრაფ ტესტს გადასცემს

ჯანდაცვის მინსიტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამხრეთ კორეა საქართველოს კორონავირუსის 200 000 სწრაფ ტესტს გადასცემს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან სწრაფი ტესტების გადმოცემასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში დასრულდება ეს პროცესი.

 

„შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებით“, – ამბობს ტიკარაძემ.

 

ჩინეთმა კორონავირუსის 1000 სწრაფი ტესტი საქართველოს საჩუქრად უკვე გადასცა.

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს.

 

კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

 

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება

 

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა.

 

მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 141 ადამიანი.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

დატოვე კომენტარი