fbpx
15:57 | 2020-10-06 ავტორი: Prime Time

„სამივე ცოცხლად ჩაიწვა“ – მამა აბრაამის პირადი ტრაგედია

„სამივე ცოცხლად ჩაიწვა“ – მამა აბრაამის პირადი ტრაგედია

ყოველდღიურად საქართველოს გზებზე უამრავი ადამიანი იღუპება. ავტოავარიების სტატისტიკა მზარდი და შემზარავია.

 

ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები, ისინი, ვისაც პირადად შეეხოთ მსგავსი ტრაგედია, მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ამ მიზნით არაერთი საინფორმაციო კამპანიაც განხორციელებულა, თუმცა ტრაგიკული ციფრები არ იცვლება…

 

ალბათ ყველას ახსოვს, გასულ წელს, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი საზარელი ავარია, რომელსაც სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მამა აბრაამ ხარატიშვილის ვაჟი გახლდათ.

 

მოძღვარმა პირად ტრაგედიაზე რამდენიმე ხნის წინ, გადაცემაში „პრაიმ შოუ“ ისაუბრა.

 

როგორც ის ჰყვება, თავისი შვილი და მისი ორი მეგობარი სიჩქარის გადაჭარბების გამო, ავარიაში მოჰყვნენ, მანქანა აფეთქდა და სამივე ცოცხლად დაიწვა.

 

„ყველა შვილმკვდარ მშობელს ვუსამძიმრებ, ეს არის მდგომარეობა რომელსაც სახელი არ აქვს, ჩემი შვილი თავის სამ მეგობართან ერთად იყო, სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა ავარია და შემდგომ მანქანა აფეთქდა, სამივე ცოცხლად ჩაიწვა, 19 წლის ბავშვები, ჩვენი შვილები..“, – ამბობს მამა აბრაამი.

 

მამა აბრაამ ხარატიშვილი მის ტრაგედიაზე

• ,,ეს არის მდგომარეობა, რომელსაც სახელი არ აქვს"…• მამა აბრაამ ხარატიშვილი მის ტრაგედიაზე🎥 გადაცემა სრულად | www.bit.ly/33UwDUZ#პრაიმშოუ #აქიმედია #მეტისიცოცხლისთვის

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2019

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X