fbpx
16:51 | 2020-10-01 ავტორი: თამარ გონგაძე

სამი წამყვანი ეყოლება, საინტერესო შოუ იქნება – „ფორმულაზე“ ახალი პროექტი მზადდება

სამი წამყვანი ეყოლება, საინტერესო შოუ იქნება – „ფორმულაზე“ ახალი პროექტი მზადდება

ტელეკომპანია “ფორმულაზე” მზადდება ახალი შოუ. შოუს პროდიუსერი თამარ ღვინიანიძეა. შოუს ერთ-ერთ წამყვანად მსახიობ ლაურა რეხვიაშვილის კანდიდატურა განიხილება. ეს ინფორმაცია, ორი კვირის წინ, თავად მსახიობმა გაუმხილა “პრაიმტაიმს”.

 

2020-10-01"ჩემი ცოლის დაქალები" შეჩერებულია. არც ვიცით, როდის გაგრძელდება" - მიზეზზე ირაკლი საღინაძე საუბრობს

 

“ამ შოუს მზადება ახლა მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო პროექტი იქნება. მხოლოდ ლაურა რეხვიაშვილი არა, სხვა პერსონებსაც იხილავთ შოუში. სულ სამი წამყვანი ეყოლება. მეტს ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით” – “პრაიმტაიმთან” ამბობს ირაკლი საღინაძე.

 

შოუს პროდიუსერი თამარ ღვნიანიძე კი დაგვპირდა, რომ ორ კვირაში დეტალებს გაგვიმხელს.

 

თამარ ღვინინიაძე: – ჯერ ძალიან ჩანასახში ვართ. ვმუშაობთ იდეაზეც და ყველაფერზე. წამყვანების ვინაობა ჯერ არ განგვისაზღვრავს. ორი კვირა დაგვჭირდება, რომ რამე გითხრათ. არაფერს ვმალავ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X