16:44 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

სამი ტყუპი გორიდან, რომელმაც სკოლა დაამთავრა – როგორ ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის

სამი ტყუპი გორიდან, რომელმაც სკოლა დაამთავრა – როგორ ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის

სამი ტყუპი გორიდან წელს სკოლას ამთავრებს და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.

 

გიორგიმ, ნინომ და მარიამმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. მათ პანდემიის პირობებში უწევთ სკოლის დამთავრება.

 

შვილიშვილი ბებიას სერიალს უხსნის - ნახეთ სახალისო ვიდეო  
2020-05-13შვილიშვილი ბებიას სერიალს უხსნის - ნახეთ სახალისო ვიდეო  

 

ისინი სკოლაში 2008 წელს, საომარი პერიოდის დროს მივიდნენ. სკოლას კი დღეს, პანდემიის პირობებში ამთავრებენ.

 

მარიამს და გიორგის ხატვა უყვართ, ნინოს კი მუსიკა ურჩევნია. სხვადასხვა ინტერესებიდან გამომდინარე, მათი პროფესიებიც არაერთგვაროვანია.

 

მარიამი და გიორგის არქიტექტურა მოსწონთ, ნინოს კი უნდა პროფესიონალი იურისტი გამოვიდეს.

 

როგორც გიორგი მაისურაძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას ყვება, მათი სწავლის დასაწყისიც და დასასრული უცნაური იყო.

 

„ასეთ უცნაურ დროს სწავლის დამთავრებამ გაგვახსენა სწავლის დასაწყისი, 2008 წელი, როდესაც ომი იყო. მაშინ ჩვენ სამნი პირველად მივედით სკოლაში“,- ამბობს გიორგი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +