16:22 | 2020-09-01 ავტორი: Prime Time

სამი ბავშვი, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს, უსახლკაროდ დარჩა – მარტოხელა დედას დახმარება სჭირდება

სამი ბავშვი, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს, უსახლკაროდ დარჩა – მარტოხელა დედას დახმარება სჭირდება

გლდანში მომხდარი ხანძრის შედეგად მარტოხელა დედა სამ შვილთან ერთად უსახლკაროდ დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს, რომელმაც დედა და პატარები საკუთარ სახლში შეიფარა და ახლა ის დახმარებას საზოგადოებას სთხოვს, რადგან ოჯახს ყველაფერი დაეწვა.

 

მოგელო ფეიქრიშვილის თქმით, ხანძრის შედეგად სხვა სახლებიც დაზიანდა, რისი გაკეთებაც სავარაუდოდ მარტოხელა დედას მოუწევს.

 

შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი პატარა ძმა გადაარჩინეო - როგორ იხსნა მაშველმა სამი მცირეწლოვანი
2020-08-28შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი პატარა ძმა გადაარჩინეო - როგორ იხსნა მაშველმა სამი მცირეწლოვანი

 

„მინდა მივმართო საკრებულოს და ყველა თანამდებობაზე მყოფ პირს – როგორ არცერთი ადამიანი არ მოვიდა და არ დაინტერესდა არსებული მდგომარეობით?

 

უფლის წყალობით სამივე ბავშვი გადარჩა. ამ სამი არასრულწლოვანი ბავშვის დედა განადგურებულია ყველანაირად. ნაგირავები ბინა იყო და ყველაფერი ჩაიფერფლა იმ სახლში და გარეთ დარჩა სამი შვილით.

 

ელემენტარული ჩასაცმელიც კი აღარ აქვს აღარც ბავშვს და აღარც დედას. იაშვილის საავადმყოფოდან ბავშვებს შიშველ ფეხებზე ბახილები ჰქონდათ ამოცმული. რა ქნას ამ ახალგაზრდა დედამ?

 

ამ გოგოს კისერზეა ეს სახლიც და მეზობლების სახლებიც, რომლებიც დაზიანდა ხანძრის შედეგად. ძალიან გთხოვთ ეს ამბავი არ გავატაროთ და ყველას გთხოვთ, რომ მხარში დაუდგეთ დედას, რომელიც საქართველოს 3 შვილს უზრდის და მივხედოთ სათანადოდ, როგორც ეკუთვნის.

 

იმ სახლში რა მოხდა და როგორ გაჩნდა ხანძარი, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ძალიან ვთხოვ საკრებულოს, „ქართულ ოცნებას“ ადამიანობა გამოიჩინონ და ამ გოგოს როგორც წესია ისე დაეხმარონ. ეს ადამიანები დღეს ჩემთან იმყოფებიან და ყველანი კარგად არიან. ძალიან გთხოვთ ყველანი დაგვეხმაროთ“.

 

შეგახსენებთ, რომ მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის დროს სამი ბავშვი 3 დღის წინ გადაარჩინეს.

 

მეზობლების ინფორმაციით, 14, 11 და ოთხი წლის ასაკის ბავშვები სახლში მარტო იყვნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსაფრთულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

 

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან სამი მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები