17:29 | 2020-06-29 ავტორი: Prime Time

სამგორის რაიონში წლის ბოლოს ახალი ბაღი გაიხსნება

სამგორის რაიონში წლის ბოლოს ახალი ბაღი გაიხსნება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე შენდება და მისი გახსნა წლის  ბოლოსთვის იგეგმება.

 

აღნიშნულ საბავშვო ბაღში რვა სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, სადაც 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოების არსებული სავალდებულო სტანდარტების შესაბამისად.

ტყიბულში  სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციია მიმდინარეობს
2020-06-05ტყიბულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციია მიმდინარეობს

ამჟამად, მშენებლობის ძირითადი ნაწილი და კომუნიკაციების მონტაჟი დასრულებულია, მიმდინარეობს შიდასარემონტო და ფასადის მოწყობის სამუშაოები.

 

მიმდინარე სამუშაოებს კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გაეცნო.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X