fbpx
17:45 | 2020-06-20 ავტორი: Prime Time

„სამეგრელოში შესვლის უფლება მარტო იმიტომ მაქვს, რომ ცოლი მყავს მეგრელი” – ლევან ბერძენიშვილი

„სამეგრელოში შესვლის უფლება მარტო იმიტომ მაქვს, რომ ცოლი მყავს მეგრელი” – ლევან ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა ბერძენიშვილმა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოეკის მიერ მოწყობილი საჯარო ლექციისას თავისუფლებაზე და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

 

ლექციაზე მეგრელებზე გამოთქმულმა აზრმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

 

„ჩვენ შეიძლება თავისუფლების შეზღუდვას წავაწყდეთ ძალიან უცნაურ ადგილებში. მაგალითად ყველამ ვიცით, როგორ გვიყვარს ჩვენ ქართველებს ხაჭაპური, ამას წინათ იტალიაში ჩვენებმა გახსნეს პურის საცხობი, ქართული პური, ქართული ღვინო და იყო დიდი სტატია ამაზე იტალიურ პრესაში, რომ აჭარული ხაჭაპური არის ძაან საინტერსო პიცაო და იყო ნაჩვენები ჩვენები როგორ აცხობენ.

 

მაგრამ შეიძლება იყოს ვინმე ვისაც არ უყვარს ხაჭაპური. მე პირადად ვიცნობ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ხაჭაპურს ლობიანი ურჩევნია, ეს არის საზოგადოებისთვის სილის გაწვნა, მაგრამ უმრავლესობა უნდა შეეგუოს ამას, რომ ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს ხაჭაპური.

 

ერთ მაგალითს გეტყვით.

 

დიდი ქართველი პოეტი, მთლად უდიდესი არა, ჩასული იყო სამეგრელოში, მიართვეს საჭმელი: საცივი, ღომი ელარჯი, გებჟალია და ასე შემდეგ. მოკვდა კაცი მშიერი ვერაფერს ვერ ჭამს ბოლოს მოიფიქრა საცივიდან ამოიღო ბარკალი, გაწმინდა კარგად, ბორჯომიც დაასხა და მოაშორა ნიგოზი და ეს ხორცი შეჭამა, ხოლო დარჩენილზე თქვა ეს ძღ**ერი მოაშორეთო.

 

ამის შემდეგ თქვენ სამეგრელოში ამ კაცზე კარგს ვერ იტყვით, კარგი პოეტი იყოო. მან მეგრელები შეურაცხყო, იმიტომ რომ არ უყვარდა საცივი და მეგრელები, მეგობრებო უმრავლესობაში როცა არიან თვლიან, რომ ადამიანს თუ საცივი არ უყვარს ის ადამიანი არაა, ადამიანი თუ მეგრელი არაა ის ხომ არაა ნამდვილი ადამიანი. მე სამეგრელოში შესვლის და გამოსვლის უფლება მაქვს, იმიტო რო ცოლი მყავს მეგრელი და ბებია მყავს მეგრელი. ეს ძალიან დიდი პრობლემაა“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.]

 

 

ავტორი: Prime Time
X