23:47 | 2020-05-05 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სამეგრელოში ორ ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამეგრელოში ორ ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამეგრელოში ორ ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. დედა ორ შვილთან ერთად ანაკლიის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.

 

ლუგარის ლაბორატორიაში აღებული ანალიზების მიხედვით, დედას არ დაუდასტურდა კორონავირუსი, ხოლო ორივე ბავშვს აღმოაჩნდა კოვიდ 19.

 

ბავშვებს სამკურნალოდ რუხის ან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანენ.

 

ერთი 7, ხოლო მეორე 4 წლისაა. ბავშვები თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან.

 

ბოლო მონაცემებით:

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

 

მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები