14:09 | 2020-05-06 ავტორი: Prime Time

სამეგრელოში დაინფიცირებული 2 მცირეწლოვანი თბილისში გადმოიყვანეს

სამეგრელოში დაინფიცირებული 2 მცირეწლოვანი თბილისში გადმოიყვანეს

ბავშვებს, რომლებსაც ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში ლაბორატორორიულად დაუდგინდა კოვიდ – 19 , თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბავშვები დედასთან ერთად ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ. ამავე ცნობით, ისინი ე.წ თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნებიან. 4 და 7 წლის ბავშვების დედას ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

 

ზუგდიდის საზოგადიებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას თქმით, 68 ადამიანიდან, რომელსაც ტესტი ჩაუტარდა, 65 – ს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მათ უკვე დატოვეს საკარანტინე ზონა.

 

რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, მათი ანალიზების პასუხი მოგვიანებით გახდება ცბობილი, და შესაბამისად, ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

 

ამავე ინფორმაციით, დღეს ცენტში ასევე ელოდებიან 18 ანალიზის პასუხს, მათგან 3 საკარანტინო სივრცის პერსონალის ბილოგიური მასალაა, 15 კი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ექიმების. დღესვე იგეგმება კიდევ 70 პირის ტესტირება.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები