18:30 | 2021-07-31 ავტორი: თეონა ყაჭიური

სამედიცინო უნივერსიტეტის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა – როგორ უნდა ისარგებლოთ შეთავაზებული სერვისით

სამედიცინო უნივერსიტეტის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა – როგორ უნდა ისარგებლოთ შეთავაზებული სერვისით

დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ამ ეტაპზე დღეში 1 000 ადამიანს იღებს, თუმცა მალევე ამცრელი ბრიგადები დაემატება.

 

ცენტრში „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ, სპეციალურ პორტალზე ან ცხელი ხაზის, 1522-ის დახმარებით შეუძლიათ.

 

მომავალი კვირიდან ვაქცინაცია ონლაინ-რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელი იქნება
2021-07-31მომავალი კვირიდან ვაქცინაცია ონლაინ-რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელი იქნება

 

რეგისტრირებული პირები სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, ვაჟა-ფშაველას N33-ში, დაჯავშნილ ვიზიტამდე 10 წუთით ადრე უნდა მივიდნენ.

 

უნივერსიტეტის ეზოში, პედაგოგების ვაქცინაციისთვის, სპეციალური სივრცე მოეწყობა, სადაც ისინი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას.

 

დღეს საქართველოში „ფაიზერის“ 160 ათასზე მეტი დამატებითი დოზა შემოვიდა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X

error: Content is protected !!