21:35 | 2020-03-29 ავტორი: თეონა ყაჭიური

სამედიცინო მარაგი მომდევნო კვირისთვის ამოიწურება – ნიუ-იორკის მერი

სამედიცინო მარაგი მომდევნო კვირისთვის ამოიწურება – ნიუ-იორკის მერი

ნიუ-იორკში სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო მარაგი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ქალაქში მომდევნო კვირისთვის ამოიწურება. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ბილ დე ბლაზიომ „CNN“-თან საუბრისას აღნიშნა.

 

როგორც მერი ამბობს, სიტუაცია საომარ პერიოდს ჰგავს.

 

„ჩვენ, დღეიდან, ერთი კვირისთვის სამყოფი მარაგები გვაქვს. ძალიან მალე ჩვენ კიდევ რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატი დაგვჭირდება. ეს, როგორც ჩანს, გრძელვადიანი კრიზისი იქნება.

 

შოკისმომგვრელია ამის თქმა, მაგრამ აქამდე ვფიქრობდი, რომ აპრილში უსაფრთხოდ ვიქნებოდით“, – აღნიშნა ქალაქის მერმა.

 

ამ დროისთვის ამერიკაში კორონავირუსით სულ 125 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ნიუ-იურკში 672 ადამიანია გარდაცვლილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ნიუ-იორკის ქუჩებში დროებითი მორგები დადგეს
2020-03-27ნიუ-იორკის ქუჩებში დროებითი მორგები დადგეს
                       
თუ ტრამპი არ იმოქმედებს, ჩვენი ოჯახის წევრები დაიღუპებიან! - ნიუ-იორკის მერი
2020-03-23თუ ტრამპი არ იმოქმედებს, ჩვენი ოჯახის წევრები დაიღუპებიან! - ნიუ-იორკის მერი

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები