fbpx
12:28 | 2020-10-27 ავტორი: Prime Time

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები მზად არიან, კოვიდთან ბრძოლაში ჩაერთონ – ევროპის უნივერსიტეტი

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები მზად არიან, კოვიდთან ბრძოლაში ჩაერთონ – ევროპის უნივერსიტეტი

ევროპის უნივერსიტეტი უერთდება უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას და მზადაა, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს, რათა საჭიროების შემთხვევაში ისინი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარონ.

მთაწმინდაზე გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები - „სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს“
2020-10-27მთაწმინდაზე გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები - „სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს“

 

„მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ყველამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი, რათა რაც შეიძლება მალე და ნაკლები დანაკარგით შევძლოთ ინფექციის დამარცხება.

 

ამ შემთხვევაში ჩვენი შესაძლებლობაა, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარონ სწრაფი კურსი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთონ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში, დაეხმარონ ექიმებს” – ნათქვამია განცხადებაში.

 

აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამაც მიიღო მონაწილეობა და მზაობა დაადასტურა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X