fbpx
11:37 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

სამების საკათედრო ტაძარში სამართალდამცველების მობილიზებაა

სამების საკათედრო ტაძარში სამართალდამცველების მობილიზებაა

დღეს, 22 მარტს მართლმადიდებელ ეკლესიებში პირველი წირვა ტარდება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

სამების საკათედრო ტაძარში წირვის პარალელურად, სამართალდამცველები გამოჩნდნენ. წირვის დასრულებისას, პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს. ტაძარში იმყოფებიან მღვდელმთავრები და პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო.

 

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც. 

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

 

საკვირაო წირვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ჩატარდება – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაცია მრევლს შორის დისტანციის დაცვაა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ. ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება, არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“ – განაცხადა მამა ანდრიამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X