12:34 | 2020-02-25 ავტორი: Prime Time

სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს – მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი

სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს – მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი

„დღეს არის სასამართლო განაჩენის გამოცხადების სხდომა. ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან იქნება მიღებული ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“,- ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დაცვის მახრი  განცხადებები სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები კი ადასტურებს  ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს არა აქვს საფუძველი აღნიშნული მტკიცებულებების არგაზიარების. ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ და დღესაც ვაცხადებთ, რომ გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების პროცესში თუ გამოიკვეთება  რომელიმე პირის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ნებისმიერი პირის მიმართ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“,- აღნიშნა პროკურორმა.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

 

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები