fbpx
17:24 | 2020-05-08 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„სამაგალითო საქციელია!“ – იტალიაში ქართველმა ქალმა შვილი ვანდალიზმი ამხილა და იტალიელი მერის შექება დაიმსახურა

„სამაგალითო საქციელია!“ – იტალიაში ქართველმა ქალმა შვილი ვანდალიზმი ამხილა და იტალიელი მერის შექება დაიმსახურა

იტალიაში, დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავებისთვის ნებართვა ითხოვა.

 

ამის შესახებ ქალაქ პულიას მერი, ალესიო ვალენტიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქალის მხრიდან ამის გაკეთება, ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი საქციელია.

 

„სამაგალითო საქციელია, მან საკუთარი შვილი სკოლის დირექტორთან ამხილა და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა“, – აცხადებს ვალენტი.

 

შეგახსენებთ, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე „ზაოდი“ დააწერეს.

 

მემორიალის დაზიანების შესახებ პოსტი ფეისბუქზე 7 მაისს გამოქვეყნდა, ქალაქ პულიას მერი წერდა, რომ ძეგლზე წითელი საღებავით „ზაოდის“ მიწერით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ადამიანების ხსოვნას.

 

Anche oggi nessun nuovo contagio. E sempre oggi la Regione ha annunciato la riapertura dei saloni di estetica e parrucchieria. Per Gravina, però, è stata comunque una giornata in chiaroscuro: sfregiato il monumento ai Caduti, anche se nel pomeriggio è maturato il pentimento dell’autore del gesto…

Gepostet von Alesio Valente am Donnerstag, 7. Mai 2020

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X