fbpx
15:29 | 2020-10-08 ავტორი: თამთა თორდია

სამ წლამდე ასაკის ბავშვებში პირბადე დაინფიცირების წყაროა – პედიატრი

სამ წლამდე ასაკის ბავშვებში პირბადე დაინფიცირების წყაროა – პედიატრი

სამ წლამდე ასაკის ბავშვებში მე ვთვლი, რომ პირბადე დაინფიცირების წყაროა. ეს ბავშვზეა დამოკიდებული, რამდენად ახერხებს ბავშვი და რამდენად ასრულებს დარიგებას, რომ მან ხელი არ მოიკიდოს პირბადეზე, არ მოიხსნას, თუ ამას ვერ ასრულებს, ასეთ შემთხვევაში პირბადე არ გვინდა. – ამის შესახებ პედიატრი ინგა მამუჩაშვილი პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

 

პირბადე ბავშვებმაც უნდა გამოიყენონ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია
2020-10-07პირბადე ბავშვებმაც უნდა გამოიყენონ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია

 

მისი თქმით, არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას 3 წლამდე ბავშვებში პირბადის ტარებაზე.

 

„არის მეორე მომენტი, როდესაც ბავშვებში ძალიან სწრაფად გამოიხატება სუნთქვის უკმარისობა და დისკომფორტი, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვს დავაძალოთ გამოიყენოს პირბადე.

 

სკოლებში სრულდება რეგულაციები. აქვთ დეზობარიერები. მშობლებს და უცხო პირებს შენობაში არ უშვებენ, თვითონ ყველა მასწავლებელი პირბადით დადის.

 

მინდა ვთხოვო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, ყველამ მობილიზება გავაკეთოთ, რომ რეგულაციები დაცული იყოს“,- ამბობს პედიატრი.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X