22:26 | 2021-07-27 ავტორი: Prime Time

სალუქვაძე: რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?! თურმე არა ტელევიზიას, არამედ სარეკლამო კომპანიას ამოწმებენ

სალუქვაძე: რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?! თურმე არა ტელევიზიას, არამედ სარეკლამო კომპანიას ამოწმებენ

რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?! თურმე არა ტელევიზიას, არამედ ტელევიზიასთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიას ამოწმებენ. სხვა ტელევიზიებთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიებსაც ამოწმებენ“ – წერს ექსპერტი ამირან სალუქვაზე სოციალურ ქსელში.

 


კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა აბებით და ინჰალატორით - აი, რას წერს BBC
2021-07-27კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა აბებით და ინჰალატორით - აი, რას წერს BBC

 

მისი თქმით, ტელევიზიაც რომ შეამოწმონ, რატომ ეშინიათ, თუ ყველაზე მედასავლეთეები არიან, ყველაფერი ხომ გამჭვირვალედ და სუფთად ექნებათ.

 

„ტელევიზიაც რომ შეამოწმონ, რა პრობლემაა, ან რატომ ეშინიათ, თუ ყველაზე მედასავლეთეები არიან, ყველაფერი ხომ გამჭვირვალედ და სუფთად ექნებათ?!

გაიგეს თუ არა გვამოწმებენო, ე.წ. მთავარი არხი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

 

ისე, მთავარი არხი ისაა, რომელსაც მეტი რეიტინგი აქვს და არა ვინც დაირქმევს. ჩაამატეთ სიტყვა „ოპოზიციური“ და გამოვა „მთავარი ოპოზიციური არხი“, შემოკლებით „მოა“, თორემ ხომ ხედავთ ხალხმა „გლავკანალიშეგარქვათ?! რეიტინგში მეორე ადგილსაც ვეღარ ქაჩავთ და „მოა“ უფრო შეგეფერებათ“, – წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!