fbpx
18:08 | 2020-09-29 ავტორი: Prime Time

სალოცავში მეგობრების ქეიფი ასეთი ტრაგედიით დასრულდა – საქმის ახალი დეტალები და ჩვენება

სალოცავში მეგობრების ქეიფი ასეთი ტრაგედიით დასრულდა – საქმის ახალი დეტალები და ჩვენება

„პრაიმტაიმი“ ერთხელ უკვე წერდა 3 ივნისს, ახმეტაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რა დროსაც ცნობილი მოსამართლის, ნუნუ ნემსიწვერიძის ერთადერთი ვაჟი, 21 წლის ცოტნე ხარატიშვილი გარდაიცვალა.

 

 

ის სოფელ ოჟიოსთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. საჭესთან ხარატიშვილის მეგობარი, შმაგი რამაზაშვილი იჯდა, რომელიც სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ავტომობილის ექსპლუატაციის ან უსაფრთოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია) დააკავეს, მოგვიანებით კი ბრალი დაუმძიმეს, ვინაიდან გამოძიების ინფორმაციით, რამაზაშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

 

ალკოჰოლის მცირე დოზით მიღებას არ უარყოფს ბრალდებული, რომლის ჩვენებაც „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. რამაზაშვილი ჩვენებაში ყვება, რომ იმ საღამოს მეგობრები თეთრი გიორგი სალოცავში საქეიფოდ იმყოფებოდნენ, სადაც რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია.

 

„ვცხოვრობ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში ოჯახთან ერთად, საკუთრებაში მყავს „ჰონდა სივიკის“ მარკის ავტომანქანა. 2020 წლის 3 ივნისს მე და ჩემი მეგობრები – სოფელ ზემო ხოდაშენში მცხოვრები გიორგი ჩაღმაველი და სოფელ აწყურში მცხოვრები ცოტნე ხარატიშვილი ვიმყოფებოდით ცოტა ნასვამ მდგომარეობაში და ჩემი კუთვნილი ზემოაღნიშნული ავტომანქანით ვმოძრაობდით სოფელ ზემო ხოდაშენიდან სოფელ ოჟიოს მიმართულებით. საჭეს ვმართავდი მე, ჩემს გვერდით მარცხენა სავარძელზე იჯდა გიორგი ჩაღმაველი, ხოლო უკანა სავარძელზე შუა ადგილას იჯდა ცოტნე ხარატიშვილი.

 

დაახლოებით იქნებოდა ღამის 23:30 საათი, რა დროსაც ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ოჟიოს ცენტრალურ საავატომობილი გზაზე და ვმოძრაობდით დაახლოებით 100 კმ/სთ სიჩქარით. აღნიშნულ დროს საავატომობილო გზაზე ჩემს სავალ მარჯვენა ზოლში შევამჩნიე ძაღლი, რის გამოც საჭე სწრაფად ავიღე მარცხენა მხარეს და ჩემი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი მოცურდა. მე ვცდილობდი საჭის დამორჩილებას, თუმცა იმავდროულად შევეჯახე გზის გვერდულთან არსებულ ბეტონის გალავანს. შეჯახების შემდეგ ჩემი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი რამდენჯერმე შემობზრიალდა და გაჩერდა.

 

მე მაშინვე შევხედე ჩემს გვერდით მჯდომ გიორგი ჩაღმაველს, რომელიც იყო კონტაქტური და მითხრა, რომ კარგად ვარ, არაფერი მიჭირსო. შემდეგ მივიხედე უკანა სავრძლისკენ რომ ცოტნე მომეკითხა, თუმცა ის ავტომობილის სავარძელში აღარ იმყოფებოდა.

 

მე ჩემს მხარეს კარი ვერ გავაღე, ვინაიდან შეჯახების შედეგად იგი იყო დეფირმირებული და გადავძვერი ფანჯრიდან, გავიქეცი ზემოთ მხარეს, ანუ იქ, სადაც მოგვიხდა შეჯახება. ცოტნე ვნახე ღობის ძირში მიწაზე დაგდებული. ის იყო უკანტაქტო, თუმცა სუნთქავდა და პულსიც ესინჯებოდა.

 

მე და გიორგი ჩაღმაველი ვცდილობდით მის გონზე მოყვანას, ვუკეთებდით ხელოვნურ სუნთქვებს, გულის მასაჟებს და წყალს ვასხავდით. ასევე ადგილზე შეიკრიბა ხალხი. გამვლელი ავტომანქანები ჩერდებოდნენ და დახმარებას გვთავაზობდნენ, თუმცა მათი ვინაობა მე არ მახსოვს. არ ვიცი და ვერ მოგახსენებთ, თუ ვინ დარეკა 112-ში, თუმცა მალევე ადგილზე მოვიდა სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიციის თანამშრომლები. სასწრაფოს ექიმებმა ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს მძიმედ. მაშინვე დააწვინეს საკაცეზე და წაიყვანეს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში.

 

მე და გიორგი ჩაღმაველიც სასწრაფოს ავტომანქანას გავყევით უკან შემთხვევის ადგილზე მოსულ ჩემი ბიძაშვილის ავტომანქანით.

 

საავადმყოფოში, როდესაც ცოტნე შეიყვანეს მალევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იგი გარდაიცვალა. არ ვიცი, ცოტნე საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა, თუ საავადმყოფოში.

 

საავადმყოფოში ასევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებსაც გავესაუბრე და ვუთხარი ყოველივე ზემოაღნიშნული, რის შემდეგაც გამოკითხვის მიზნით მათ გავყევი ახმეტის პოლიციაში.

 

კითხვაზე გიპასუხებთ და ვადასტურებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩემი ავტომანქანის საჭეს ვმართავდი მე და ავტოსაგზაო შემთხვევამდე ვმოძრაობდი დაახლოებით 100 კმ/სთ სიჩქარით.

 

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მე არ მიმიღია არანაირი სახის ჯანმრთელობის დაზიანება, არ მიმიმართავს არცერთი სამედიცინო დაწესებულებისთვის, არ მესაჭიროება და უარს ვაცხადებს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.

 

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ იმ საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე მე და ჩემი ზემოხსენებული მეგობრები ვიმყოფებოდით მინდორში საქეიფოდ თეთრი გიორგის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც წამოვედით დაახლოებით 22:00 საათზე. სუფრაზე ყოფნის პერიოდში მე დავლიე დაახლოებით 3 ჭიქა ღვინო, რადგან ვიყავი ავტომანქანით და არ მინდოდა, დავმთვრალიყავი.

 

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ საავტომობილო გზა, სადაც მომიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, იყო მშრალი და მოასფალტებული. არ მახსოვს, საავტომობილი გზა იყო თუ არა განათებული. მე მგონი, ე.წ. ლამპიონების მეშვეობით გზა ადგილ-ადგილ იყო განათებული“, – წერს ჩვენებაში ბრალდებული შმაგი რამაზაშვილი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X