16:21 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

სალონიკში 11 წლის ქართველი გოგონა იპოვეს – გაუჩინარების მიზეზი უცნობია

სალონიკში 11 წლის ქართველი გოგონა იპოვეს – გაუჩინარების მიზეზი უცნობია

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაუჩინარებული 11 წლის ქართველი გოგონა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

 

ბავშვი საბერძნეთში არსებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად დაიკარგა.

 

ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების შემდეგ სამძებრო სამუშაოებში პოლიციასთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოხალისეები ჩაერთვნენ, რომლებსაც ბავშვთა საკითხებზე სპეციალური მომზადება („ბავშვის ღიმილი“) აქვთ გავლილი.

 

11 წლის სტეფანია ახალაძე, სალონიკში 21 აპრილს გაუჩინარდა.

 

ის რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთ გარეუბანში იპოვეს.

 

ადგილზე მივიდა სამედიცინო ჯგუფიც, რომელმაც განაცხადა, რომ ქართველი ბავშვი ჯანმრთელი და უვნებელია.

 

გოგონა ოჯახში დააბრუნეს, თუმცა გაუჩინარების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები